ხატია სიჭინავა სამი შვილის დედაა და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მის ოჯახში საახალწლო განწყობა უკვე გამეფებულია. ბავშვებმა მშობლებთან ერთად დადგეს ნაძვის ხე და მის წინ იპოზიორეს კიდეც.
პატარებისგან განსხვავებით, ახალი წლის მოახლოება უფროსებს დიდად არ უხარიათ ხოლმე, მიზეზი სხვადასხვაგვარია. აქ სათითაოდ მიზეზების განხილვას არ დავიწყებთ, უბრალოდ გთავაზობთ ხატიას პოსტს, თუ როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა:
„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ახალი წლის მოახლოება არც ისე ძალიან გიხარიათ, ვეცდები ცოტა პოზიტივი შემოგაფრქვიოთ. აუცილებელი პირობაა, პრობლემებზე არ იფიქროთ, როგორც გადაუჭრელზე, მიუდექით როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომელსაც შანსი არ არის, არ ჰქონდეს გამოსავალი. იფიქრეთ, რომ ახალი წელი ერთხელაა წელიწადში და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენი თავი იმსახურებს, თუნდაც ეს ერთი დღე მისცეთ სიხარულის უფლება. არ გაქვთ ნაძვი? არა უშავს, საახალწლო განწყობას მე პირადად კედელზე მიმაგრებული ნაძვის ტოტიც მიქმნის, ნებისმიერი ბრჭყვიალა დეტალით, მხიარული მუსიკა... ერთი დღე დაივიწყეთ პრობლემები. მათზე ნერვიულობას და გამოსავალის ძიებას ხვალაც იგივე წარმატებით შეძლებთ. დღეს მიეცით თქვენს თავს უფლება, უხაროდეს და როცა გულში სითბოს შეუშვებთ, როცა სამყაროს წუწუნის და ნეგატივის მაგივრად სიყვარულს და იმედს გაუგზავნით, აუცილებლად შეამჩნევთ შეცვლილ რეალობას, ჰოდა... შეძელით და იყავით ბედნიერები თუნდაც ერთი დღე - დასაწყისისთვის“.
თეკლა ჟვანია