როგორი ნაძვის ხეები უდგათ სახლში ცნობილ ვარსკვლავებს - მშობლები

როგორი ნაძვის ხეები უდგათ სახლში ცნობილ ვარსკვლავებს

2019-12-11 16:01:03+04:00

ახალი წელი კარს მოგვდგომია და შეგრძნება, რომ მალე, 2020 წელი დადგება, ყოველდღიურად უფრო ძლიერდება. თბილისის ქუჩები ნელ-ნელა საახალწლოდ ირთვება. მალე რესპუბლიკის მოედანზე 3 მილიონ დოლარად ღირებული ნაძვის ხეც აინთება.

ნაძვის ხის დადგმას ქართველი ვარსკვლავები დეკემბრის პირველი კვირიდან იწყებენ, ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველების აქამდე უცნობ ნაძვის ხეეებს.

პირველი მერცხალი დეკემბერში ანუკი არეშიძე აღმოჩნდა და ცნობილმა დიზაინერმა და თბილისის მერის მეუღლემ უკვე ერთი კვირაა სახლში ნაძვის ხე მორთო.

mshoblebi

ანუკის არც ყოფილი ჟურნალისტი და პიარში გადანაცვლებული სოფო მოსიძე ჩამორჩა. სოფოს ნაძვის ხე, ტრადიციულად წელსაც გამორჩეულია.

mshoblebi

ულამაზესი ნაძის ხე დადგა სახლში მოდელმა ანუკი ქორქიამ. ორი შვილის დედა განსაკუთრებულად ზრუნავს შვილებისთვის ლამაზი გარემოს შესაქმნელად.

mshoblebi

ხატია სიჭინავამ მხოლოდ ნაძვის ხის ნაწილი გვაჩვენა ფოტოებზე. როგორც ჩანს ჯერჯერობით საახალწლო განწყობა სრულად არ სწვევია.

mshoblebi

ნაძვის ხის ნაწილი დაგვანახა მოდელმა თაკო ჩხეიძემ, თუმცა მის გემოვნებას თუ გავითვალისწინებთ, მცირეოდენი დეტალიც კი საკმარისია, რომ ვაღიაროთ, ნამდვილად ლამაზი ნაძვის ხე უდგას.

mshoblebi

ულამაზესი ნაძვის ხე უდგას სახლში ყოფილ ჟურნალისტ გიორგი კეპულაძეს. როგორც ფოტოდან ჩანს, შვილთან ევგენიასთან ერთად მორთო.

mshoblebi

და ბოლოს, ქართველმა ბარონესამ ცისნამი საყვარილშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გერმანელ ბარონზე იქორწინა, ასეთი მოკრძალებული ნაძვის ხე დადგა მანჰეტენზე.

mshoblebi