ჩვენი მკითხველის წერილი:
„გთხოვთ, მიპასუხოთ: მყავს 2 წლის და 5 თვის ბიჭუნა, რომელიც ვერაფრით ვერ გადავაჩვიე საფენის გამოყენებას. ვსვამ ქოთანზეც, სპეციალურ საბავშვო სადგამზეც უფროსების საპირფარეშოში, თუმცა არაფრით არ უნდა, რომ გადალახოს ეს ჩვევა. მაინტერესებს, რა ხერხები შეიძლება გამოვიყენო, რომ გადავაჩვიო საფენს და რამდენად საშიშია მისთვის ამ ასაკში კიდევ საფენზე დამოკიდებულება?“
როგორც პედიატრები და ფსიქოლოგები ამბობენ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ბავშვი საფენს რაც შეიძლება მალე გადაეჩვიოს. რაც უფრო სწრაფად დაიწყებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების კონტროლს, მით უკეთესი. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და თუ თქვენი მეზობლის ან მეგობრის ბავშვი 6 თვიდან მიაჩვიეს გადაყენებას ან თქვენი ბიჭუნას რომელიმე თანატოლი 1 წლიდან აღარ იკეთებს საფენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ განგაში უნდა ატეხოთ. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ყველას სხვადასხვანაირი მოთხოვნილება და საჭიროება აქვს. ზოგიერთ ბავშვს მეტი დრო სჭირდება იმის გასაცნობიერებლად და იმ ქცევის ჩამოსაყალიბებლად, რომ საფენი აღარ უნდა ეკეთოს და ღამის ქოთნით ისარგებლოს. მაგალითად, ერთნი ირწმუნებიან, რომ როგორც კი პატარა 9 თვის გახდება, მაშინვე დავიწყოთ მისი ქოთანზე დასმა, სხვები ორ წლამდე მოცდას გვირჩევენ. სინამდვილეში კი უბრალოდ შეუძლებელია ასეთი თარიღის დანიშვნა – ყველა ბავშვს გაზრდის საკუთარი ტემპები აქვს. ასე რომ, მშობელმა მისი ქცევის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები, თუ როდის არის მზად ბავშვი ამისთვის.
ახლა კი განვიხილოთ სამი ვარიანტი:
გადაყენებისთვის ნუ დაელოდებით დროს, როცა ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის. სანამ ქოთანზე დაჯდება, გადასაყენებლად ტაშტი გამოიყენეთ. ამ დროს პატარა რაც შეიძლება მოხერხებულად უნდა გეკავოთ. ეს მეთოდი უფრო 2 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
გადაყენების პროცესი ბავშვის ბუნებრივი აღზრდის ნაწილია. ამით იცლება შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. გაითვალისწინეთ - გადაყენება ქოთანზე მიჩვევა არ არის. ეს ორი სხვადასხვა რამაა.
გადაყენების წესები:
გადააყენეთ ბავშვი ყოველი ძილის შემდეგ იმის იუხედავად, ჩასველებულმა გაიღვიძა თუ მშრალმა. გადააყენეთ თუ მოუსვენრობა შეატყვეთ. თანდათან მიხვდებით, რა სახის მოუსვენრობა აწუხებს, როცა მოსაქმება უნდა. გადააყენეთ გასეირნების წინ. ნუ ელით, რომ ბავშვი მაშინვე მოშარდავს, როგორც კი გადააყენებთ. დააცადეთ 3-5 წუთი მაინც. თუ გადაყენებას "დანერგავთ", სისტემატურად გააკეთეთ ეს. ერთ დღეს 10-ჯერ გადააყენოთ და მეორე დღეს არც ერთხელ, ამას აზრი არ ექნება.
დაიწყო მშობლების მიბაძვა; ცდილობს ნივთები ადგილებზე დააწყოს და წესრიგისკენ მიილტვის; ავლენს დამოუკიდებლობას სიტყვა „არას“ თქმით ან თავის გამეტებული ქნევით; დამაჯერებლად დადის, ჯდება და იხრება; შეუძლია შარვლის გახდა და ჩაცმა; დღის განმავლობაში 2 საათზე მეტ ხანს ინარჩუნებს სიმშრალეს ან შუა დღის ძილის დროსაც არ ასველებს პამპერსს. არ მოსწონს დასვრილი ან დამძიმებული საფენით სიარული და გამოცვლას ითხოვს; გებულობს მის მიმართ თქმულ ფრაზებს, შეუძლია მარტივი სურვილების გამოხატვა. თუ ბავშვი ძალიან აპროტესტებს გადაყენების პროცესს, ნუ დააძალებთ. ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ ეგუება ახალ წესებს. ცოტა დრო გავიდეს და შემდეგ ისევ სცადეთ.
პირველ რიგში, ჩვილისთვისაც და უფრო მოზრდილისთვისაც საფენი უნდა შეარჩიოთ მაქსიმალურად უსაფრთხო და ხარისხიანი, რომ არ მიაყენოს ზიანი ბავშვის კანს და სხვა სახის საფრთხეებსაც არ შეიცავდეს. დღე-ღამის განმავლობაში 6 თვეზე უფროს ბავშვს საფენი 6-8-ჯერ უნდა გამოუცვალოთ (დაახლოებით 4 საათში ერთხელ). დაძინების წინ, გაღვიძებისთანავე, ჭამის შემდეგ და გასეირნების წინ (რასაკვირველია, კუჭის ყოველი მოქმედების დროს). თუ ბავშვს საფენის მოჭერის ადგილებში წითელი ზოლები შეატყვეთ, გახსენით და მალ-მალე მიაღებინეთ ჰაერის აბაზანები. ბოლო დროს ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორის, ჯანმრთელობისთვის საზიანოდაც ჩათვალეს ზოგიერთი სახეობის საფენი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელს ჰქონდეს ინფორმაცია უსაფრთხო, ბავშვისთვის კომფორტულ და საკმაოდ ინოვაციურ საშუალებებზე.
ევროპელი და აზიელი მშობლების ერთ-ერთი რჩეული იაპონური საფენი „მერისია“, რომელიც უკვე ქართულ ბაზარზეც ხელმისაწვდომია. პროდუქციის მთავარი მახასიათებელი მისი განსაკუთრებული სინაზეა. საფენი 3 ფენიანი ჰაერგამტარი სისტემისგან შედგება. პირველი ფენა შედგება მსუბუქად ტალღოვანი ბადისგან, რომელიც კანს დასველებისგან იცავს და ქმნის დამცავ ბარიერს კანსა და საფენს შორის. მეორე ფენა არის მთავარი ფენა, რომელიც სითხეს შთანთქავს. მესამე ფენა არის სრულიად ჰაერგამტარი და ის გარეთ უშვებს ტენიანობასა და სიმხურვალეს. „მერისის“ საფენები ისეა შექმნილი, რომ პატარას ტანს იდეალურად მოერგოს და ჩვილმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ძალიან ელასტიური რეზინი აქვს გვერდით და მაქსიმალურად კომფორტულია გასაკეთებლადაც და გამოსაყენებლადაც. რასაკვირველია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ ტიპის საფენსაც თავისი წესები აქვს. ამ წესების დაცვის შემდეგ მისი ყველა უპირატესობა სხვა საფენებთან შედარებით, თვალსაჩინო გახდება. მაშ ასე, უნდა ჩააცვათ ასე: მუხლის ზემოთ უნდა აუწიოთ პირველ ფეხზე, რომ მოძრაობისას არ გაიხადოს, სანამ მეორე ფეხზე ამოაცმევთ და ჭიპიდან აუცილებლად 2 სანტიმეტრით ზემოთ უნდა იყოს საფენი თუ ტრუსი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საფენი სხვა მხრივაც ინოვაციურია - ფერს იცვლის, როდესაც უკვე გამოსაცვლელია - ასე ადვილად იგებს მისი გამოცვლის საჭიროებას და დროს არა მხოლოდ მშობელი, არამედ ბავშვიც, რომელიც ფერშეცვლილ საფენზე მაშინვე მიანიშნებს უფროსს. ეს მას იმაშიც დაეხმარება, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს და უფრო მარტივადაც გადაეჩვიოს საფენს.
და რაც მთავარია, როდესაც ცდილობთ პატარის საფენისგან გადაჩვევას, მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვი არ დაისტრესოს და საფენისგან გადაჩვევა არ იქცეს მისთვის სერიოზულ ტრავმად. ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდად, თამაშ-თამაშით, დაძალების და ჩხუბის გარეშე.