თბილისში, დიღმის მასივში 15 წლის მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ჯერ სარეცხის თოკებს, შემდეგ კი მანქანას დაეცა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ის იაშვილის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ბიჭი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. თავის ტვინის დაზიანება, მხრის მოტეხილობა და გულ-მკერდისა და წელის მიდამოებში მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება", - განუცხადეს Mshoblebi.ge-ს იაშვილის სახელობის საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ფლობენ დამატებით ინფორმაციას, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
თამარ იაკობაშვილი