შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ბოლო დროს მკვეთრად შეიცვალა - განსხვავებული მაკიაჟითა და ვარცხნილობით მას ბევრი ვერც ცნობს და როდესაც შორენა მის ფოტოებს ავრცელებს სოციალურ ქსელში, ეკითხებიან კიდეც, ნამდვილად ევაა თუ არა. ისედაც ლამაზი ევა ახლა უკვე პროფესიონალი მოდელის გარეგნობით წარდგება საზოგადოების წინაშე.
ამჯერად შორენამ მისი სარეკლამო ფოტოსესიიდან გაავრცელა ფოტოები და ვიდეო, რომელსაც მის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.