დისნეის ემოციური ფილმი მამა-შვილზე - აჩვენეთ ბავშვებს და უყურეთ თქვენც
Float მოკლემეტრაჟიანი ფენტეზის ჟანრის ანიმაციაა დისნეისგან, რომელშიც რეჟისორი, ბობი რუბიო, მოგვითხრობს თავის მოგზაურობაზე სხვებისგან განსხვავებულ შვილთან ერთად.

მამა აღმოაჩენს, რომ მის შვილს ფრენა შეუძლია, რაც მას სხვა ბავშვებისგან განსხვავებულს ხდის.

შვილის დაცვის მიზნით, ის აკეთებს ყველაფერს, რომ პატარას ეს უნარი შეუმჩნეველი დარჩეს, რომ ის არაფრით გამოირჩეოდეს სხვებისგან.

მაგრამ, საბოლოოდ, ის დგება არჩევანის წინაშე: იძულებით შეცვალოს საკუთარი შვილი თუ მიიღოს ისეთი, როგორიც არის - თავისი უნიკალური შესაძლებლობებით. ისინი ერთად ფრენას ირჩევენ.


3886
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
საუკეთესო და მრავლისმთქმელია!!!! უყუროს ყველამ,დიდმა თუ პატარამ!!! ყველა უფლის შვილია და ისეთი უნდა მივიღოს საზოგადოებამ,როგორიც მოევლინა ქვეყანას!!!
19:58 / 15-12-2019
ნინ
0
მაგარი ანიმაციაა,მრავლისმთქმელი...
13:11 / 14-12-2019
მსგავსი სიახლეები