Float მოკლემეტრაჟიანი ფენტეზის ჟანრის ანიმაციაა დისნეისგან, რომელშიც რეჟისორი, ბობი რუბიო, მოგვითხრობს თავის მოგზაურობაზე სხვებისგან განსხვავებულ შვილთან ერთად.
მამა აღმოაჩენს, რომ მის შვილს ფრენა შეუძლია, რაც მას სხვა ბავშვებისგან განსხვავებულს ხდის.
შვილის დაცვის მიზნით, ის აკეთებს ყველაფერს, რომ პატარას ეს უნარი შეუმჩნეველი დარჩეს, რომ ის არაფრით გამოირჩეოდეს სხვებისგან.
მაგრამ, საბოლოოდ, ის დგება არჩევანის წინაშე: იძულებით შეცვალოს საკუთარი შვილი თუ მიიღოს ისეთი, როგორიც არის - თავისი უნიკალური შესაძლებლობებით. ისინი ერთად ფრენას ირჩევენ.