ჟურნალისტი ანა კალანდაძე, რომლის დასახმარებლადაც საზოგადოება გაერთიანდა, ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"რამდენიმე წლის წინ, ერთ ბიჭს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. მის გამოსაჯანმრთელებლად ძალიან, ძალიან დიდი თანხა იყო საჭირო. მეგობრებმა ცა და დედამიწა შეძრეს, ათასი ღონისძიება დაგეგმეს და ეს კამპანია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მახსოვს, როცა ბიჭის დასახმარებელ ანგარიშის ნომერს გამოსაქვეყნებლად ვწერდი და საზოგადოებას დახმარებისკენ მოვუწოდებდი, ასჯერ მაინც დავითვალე ის ნულები, რომელიც სამკურნალო ხარჯებისთვის იყო დადგენილი. არარეალური თანხა იყო, მაგრამ... შენ, მე, მან ეს შევძელით!.. დღეს ის ბიჭი ცოცხალია, ჯანმრთელია, აქტიურია და სცენაზეც დგას - სპექტაკლებში თამაშობს.
...მოზარდი გოგონა ეტლში იჯდა. პატარა ოთახში ძალიან ციოდა. ოჯახი იმდენად ვიწროდ ცხოვრობდა, ძველ დახეულ დივანზე რომ ჩამოვჯექი, მეგონა კედლები კიდევ უფრო დაპატარავდა და ტანზე მომიჭირა, თითქოს გამსრისა.
გოგონას ოჯახს შვილის მკურნალობის გამო ყოველგვარი ფინანსური რესურსი ამოწურული ჰქონდა. თუმცა, ექიმები აიმედებდნენ, რომ ბავშვი გავლას შეძლებდა. ამისათვის ის ისრაელში უნდა გამგზავრებულიყო და ოპერაცია იქ ჩატარდებოდა. ამ ყველაფრის შესაძლებლობა კი არ ჰქონდათ, ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედად იყვნენ. მათ ამბავს დიდხანს ვისმენდი, პერიოდულად გაღიმებასა და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი. არ დამიიმედებია, არაფერს შევპირებივარ, თუმცა, ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიმეწვდინა ხმა.
იმ სახლიდან რომ გამოვედი, თავი ჯერ კიდევ ყოჩაღად მეჭირა, მაგრამ მალევე "მოვწყდი", ტროტუარზე ჩამოვჯექი და ავტირდი. ვტიროდი მაშინაც, როცა მეგობარმა მომაკითხა, ვტიროდი მერეც - მის მანქანაში და შინ დაბრუნებულიც... მომდევნო სამი დღე ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. როცა იმ გოგონას ამბავი და ანგარიშის ნომერი გამოვაქვეყნე, (არ იყო მცირე თანხა), იმ ოჯახს უამრავი ადამიანი შეეხმიანა, მახსოვს ემიგრანტებიც დამიკავშირდნენ და დახმარების სურვილი გამოთქვეს. ასეც მოხდა...
ისევე როგორც პირველ მაგალითზე, არც ამ შემთხვევაში მეგონა, რომ ხალხის ერთიანობა შეძლებდა და მოერეოდა აღნიშნული პრობლემის მოგვრებას, მაგრამ დღეს ის გოგონა ჯანმრთელია და დამოუკიდებლად გადაადგილდება.
და ეს ყველაფერი შენ, მე, მან შევძელით!..
(მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, კარგი მახსოვრობა მაქვს, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ყოველი ასეთი ფაქტის "გმირთა" სახელებსა და გვარებს ვერ/არ ვიმახსოვრებ. ალბათ იმიტომ, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა ჩემთვის პიროვნულად დამანგრეველია. მთვარია საქმე გაკეთდეს და რა მნიშვნელობა აქვს ვინაობას?!
...და დადგა დრო, როცა საზოგადოების ერთიანობის ძალა, ნაცნობებისა თუ უცნობების მხარდაჭერა საკუთარ თავზეც "ვიწვნიე". მიუხედავად იმისა, რომ წერაზე მეტად ამქვეყნად არაფერი მიყვარს, როცა ეს ყველაფერი შენ გეხება და შენ თავს ხდება, ემოციურად ძალიან რთულია გადმოსცე. ალბათ მოვა დრო და ამაზე დავწერ, ან შეიძლება თავი ვერც ვერასდროს მოვაბა და დუმილში ჩავმალო.
თუმცა, იცოდეთ, თქვენი ჩემს მიმართ გამოვლენილი გულისხმიერებისა და ყურადღების მიმართ უდიდესი მადლიერების განცდა მაქვს. ამის დეტალურად აღწერა უბრალოდ შეუძლებელია, მე ეს არ ძალმიძს, მე ეს არ ვიცი და რაც არ უნდა ვთქვა, სრულ სურათს მაინც ვერ ასახავს...
ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო!
შეგახსენებთ, რომ თანხა გროვდება გულის კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაციისთვის და შემდეგ, თურქეთში გასაგმგზავრებლად, სადაც უნდა დადგინდეს ჰიპოკალემიის მიზეზი (კალიუმის სწრაფი კარგვა ორგანიზმიდან).
აქვე შეგახსენებთ ანგარიშის ნომრებსაც:
საქართველოს ბანკი
GE08BG0000000813745500
მიმღები
მაია კალანდაძე
თიბისი ბანკი
GE91TB7223445061100006
მიმღები
ანა კალანდაძე
პირადი ნომერი:
01017015961