"წარწერა, რის გამოც 15 წლის ბავშვი პოლიციას გადასცეს" - მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა - მშობლები

"წარწერა, რის გამოც 15 წლის ბავშვი პოლიციას გადასცეს" - მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

2019-12-14 09:31:25+04:00

სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი 15 წლის ბიჭის შესახებ წერს, რომელიც მე-9 სართულიდან გადახტა:

"სკოლის კედელზე დატოვებული ერთ-ერთი წარწერა, რის გამოც 15 წლის ბავშვი პოლიციას გადასცეს, გატეხეს და ცხოვრებაზე უარი მართლა ათქმევინეს.

ღმერთო ბიჭი დიდხანს აცოცხლე, მაგრამ აი, ასეთი ქვეყანა მართლა არაფრით იმსახურებს არსებობას!

მრცხვენია".

არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE- ს მო­ზარ­დის დე­დამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, არას­რულ­წლო­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია.

"ექი­მე­ბი ვერ გვა­ი­მე­დე­ბენ. ახლა გა­დაჰ­ყავთ გა­და­ღე­ბა­ზე და მერე უფრო გვე­ცო­დი­ნე­ბა რა გვე­ლის" - გა­ნა­ცხა­და მო­ზარ­დის დე­დამ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ დღეს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი მო­ზარ­დის სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა გახ­და.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას წინ უს­წრებ­და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვა, რა დრო­საც იგი პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

"არას­რულ­წლო­ვანს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო იძი­ებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის ძმას შე­ექ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო მას მო­უ­წევ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

პო­ლი­ცი­ელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი და რე­ა­ლუ­რი იყო, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და გა­მო­კი­თხვი­სას და მო­ი­თხო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა მას არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს. გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და არას­რულ­წლოვ­ნის დე­დაც, თუმ­ცა გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­ტო დარ­ჩა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან" - ნათ­ქვა­მია საია-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

AMBEBI.GE მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად არას­რულ­წლოვ­ნის ძმას და­უ­კავ­შირ­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ას კერ­ძო სკო­ლა "მწვა­ნე სკო­ლის" დი­რექ­ცი­ამ მი­მარ­თა და მისი ძმის და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"რო­გორც ვიცი, პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რით სკო­ლის კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა­ში სდე­ბენ ბრალს. თით­ქოს სკო­ლის კედ­ლებ­ზე უხამ­სი სი­ტყვე­ბი და­წე­რა. ადრე სწავ­ლობ­და ამ სკო­ლა­ში და შემ­დეგ სხვა­გან გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. რო­გორც ვიცი, სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ პო­ლი­ცი­ა­ში იჩივ­ლა, მაგ­რამ ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ში არ ჩანს ვინ აწერს კედ­ლებ­ზე. რო­გორც ვიცი, ამოც­ნო­ბაც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მი­ამ­სგავ­სეს ალ­ბათ. მე სახ­ლში არ ვყო­ფილ­ვარ იმ დროს, რო­დე­საც ეს მოხ­და" - ამ­ბობს არას­რულ­წლოვ­ნის ძმა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "მწვა­ნე სკო­ლის" სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა კახა და­ვი­თურ­მა:

- ბავ­შვი ჩვენს სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და, სხვა სკო­ლი­დან დრო­ე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს. 2 დღის წინ სკო­ლა­ში რომ მო­ვე­დით, ვნა­ხეთ ეს წარ­წე­რე­ბი. პო­ლი­ცია სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ი­ძა­ხა, რად­გან წარ­წე­რებ­თან ერ­თად, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო კედ­ლე­ბი და და­ფე­ბი. რო­გორც წე­სია, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ვზრუ­ნავთ, არ ვი­ცო­დით, ეს ვინ გა­ა­კე­თა, ამი­ტო­მაც ვაც­ნო­ბეთ პო­ლი­ცი­ას, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა. კა­მე­რე­ბიც და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და ასე გა­ირ­კვა ბავ­შვის ვი­ნა­ო­ბა.

საქ­მის შეს­წავ­ლა სა­ი­ას იუ­რის­ტმა რეზო აჭა­რა­ძემ და­ი­წყო. რო­გორც აჭა­რა­ძემ AMBEBI.GE -ს გა­ნუ­ცხა­და, მო­ზარ­დი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.