"ბელარუსმაც უარი თქვა ბავშვის მიღებაზე... ჩემი ბედნიერება ძალიან ცუდადაა. გთხოვთ, ილოცეთ მისი ჯანმრთელობისთვის" - 2 წლის ანიტას მდგომარეობა დამძიმდა
"ბელარუსმაც უარი თქვა ბავშვის მიღებაზე... ჩემი ბედნიერება ძალიან ცუდადაა. გთხოვთ, ილოცეთ მისი ჯანმრთელობისთვის" - 2 წლის ანიტას მდგომარეობა დამძიმდა
2 წლის ანიტას მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის ბებია, თამუნა გლურჯიძე იუწყება.
"ჩემი ბედნიერება ძალიან ცუდადაა. გთხოვთ, ილოცეთ მისი ჯანმრთელობისთვის" .


როგორც თამუნა გლურჯიძე წერს, ბელარუსმაც უარი განაცხადა ბავშვის მიღებაზე და ამჯერად ინდოეთის იმედად არიან დარჩენილნი:
"არც ვიცი, როგორ დავიწყო, ვიტყვი როგორც არის: ბელარუსმაც უარი თქვა ბავშვის მიღებაზე. საწყისი თანხმობით გახარება ჩემი ნაადრევი რეაქცია აღმოჩნდა. ავსტრიაში წასვლამდე ჩვენც მივმართეთ მინსკის კლინიკას და გვითხრეს, რომ ათ წლამდე ბავშვებზე არ აკეთებდნენ გადანერგვას. გუშინ შედგა საგანგებო კონსილიუმი, რომლის შედეგიც უკვე მოგახსენეთ - ბავშვი
პატარაა და ვერ იღებენ თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას. დარჩა ინდოეთი და ამდენი ადამიანის გვერდით დგომის და ლოცვის იმედი".
ინფორმაციისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება, "დილატაციური კარდიომიოპათია" დაუდგინდა. საჭიროა საჭიროა ბავშვს ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

ოპერაციის გაკეთება დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები - ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან
ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე
6539
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
დავიტ
0
მეუფეო ყოვლისამპყრობელო,მკურნალო სულტა და ხორცდა ჩვენთაო,რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი ჰსწყლავ და კვალად განკურნავ,შვილსა ამას ჩვენსა სნეულსა ზედა მოჰხედე მოწყალებიტა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა,განკურნე მონა ესე შენი ანიტა და აღადგინე ესე ცხედრისაგან სნეულებისა მისისა,და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა,და განაშორე ამისგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმოსა,ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება,უფალო შეიწყალე დაბადებული ესე შენი ქრისტე იესოს მიერ,უფლისა ზჩვენისა,რომლისა არს დიდება თანა ყოვლად წმინდით,სახიერებიტ და ცხოველსმყოფელით სულიტ შენითურთ,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,ამინ
04:30 / 16-12-2019
keti
0
იკნებ ხელისუპლების დახმარებიტ სცადონ საბერდზნეტსჰი რადგან ნამდვილად კარგი გულის სპეციალისტები კავტ ასევე ხდება სხვადასხვა დონორული ოპერაციებიც გამორიცხული არ არის რომ ეგეტი ოპერაციაც გააკეტონ //ცდა ბედის მონახევია// ვცადოტ ვტხოვოტ იკნებ მოხდეს და ცვენი პატარა ანეტულაც კარგად იკნება გმერტს ვტხოვ მოხდეს სასცაული
20:52 / 15-12-2019
მსგავსი სიახლეები