"რა დააშავა ანიტამ? ანიტა ყველამ გაწირა!" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მამის ემოციური პოსტი
"რა დააშავა ანიტამ? ანიტა ყველამ გაწირა!" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მამის ემოციური პოსტი
2 წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობს მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი ამ დრომდე ეძებს კლინიკას, რომელიც ბავშვის მიღებაზე თანხმობას განაცხადებს.
უახლესი ინფორმაციით, ბელარუსმაც უარი განაცხადა ბავშვის მიღებაზე და ოჯახი ინდოეთის პასუხს ელოდება:

"მოკლედ აღვწერ სიტუაციას, რაც ავსტრიაში ხდება: არც ერთი ქვეყანა, არც ერთი კლინიკა, არც ერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა, რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ
ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი.არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია,რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ? სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!! "ყველაფერი კარგად იქნებას" აღარ ემორჩილება სიტუაცია!" - წერს ანიტას მამა, გიორგი ფაცაცია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება, "დილატაციური კარდიომიოპათია" დაუდგინდა. საჭიროა ბავშვს ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა
და დონორის პოვნას შეძლებს.

ოპერაციის გაკეთება დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.

საქართველოს ბანკის ანგარიშის
ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები - ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე
6392
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
გიორგი
1
https://www.facebook.com/1415021998771117/photos/a.1651295118477136/2305756476364327/?type=3&theater
15:57 / 15-12-2019
თეა
0
ღმერთი შეგეწიოს პატარა❣️
18:59 / 14-12-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი