„მწვანე სკოლას“ საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში „ჩაუშვა“... კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის" - ბაკურ სულაკაური
„მწვანე სკოლას“ საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში „ჩაუშვა“... კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის" - ბაკურ სულაკაური
გამომცემელი ბაკურ სულაკაური 15 წლის მოზარდთან დაკავშირებულ ფაქტს ეხმაურება:

"მე ვარ „მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი. მინდა, გამოვეხმაურო საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, რომელშიც „მწვანე სკოლაც“ ფიგურირებს.

იმ დროს, როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, ძალიან მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი. მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის გულისწყრომას და ბრაზს, რომელიც სამართლიანად შეძრულია ამ ფაქტის გამო. ახლა, მხოლოდ ბავშვის გადარჩენა და გამოჯანმრთელებაა უმთავრესი - დანარჩენი ყველაფერი მეასეხარისხოვანია.

ამავდროულად,
როგორც სკოლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობა მაკისრია, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ვუპასუხო ან რიგ შემთხვევებში არასწორად აღქმული ამბის ნამდვილი ვერსია მოგიყვეთ.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ შეფასებების გაკეთებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი:

  • შემთხვევა მოხდა ღამით. დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს დახვდათ წითელი საღებავით დაზიანებული კედლები, კარადები, ნახატები, ვიდეოკამერები და სხვ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ერთ წარწერაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვიდოკამერების ჩანაწერებით ჩვენ ვერ მოვახერხეთ სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში შემოსული პირის იდენტიფიცირება. თუმცა დანამდვილებით დავადგინეთ, რომ შემოსული პირი სკოლის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. სკოლის დაცვის სამსახურს კანონი და სკოლის შინაგანაწესი ავალდებულებს, რომ
    ასეთ სიტუაციებში საპატრულო პოლიციას მიმართოს. ეს არა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი, არამედ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და თანამშრომლების ნაწილის სურვილი იყო, სკოლას კი ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც - უფლებამოსილება.
  • ზოგიერთი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გამოვიძახეთ სოციალური სამსახური და ფსიქოლოგიური დახმარება არ გავუწიეთ მოზარდს. სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარება. მას შემდეგ, რაც შემდგომი მოკვლევით პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ის მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
  • სოციალურ ქსელებში „მწვანე სკოლას“ საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში „ჩაუშვა“. სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის.
  • კიდევ ერთი არასწორი აღქმა, რაც ამ ორ დღეში ჩამოყალიბდა, იყო ის, თითქოს მოზარდი „სკოლიდან გააგდეს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ბავშვი მართლაც სწავლობდა მწვანე სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში და სექტემბერში, მშობლის განცხადების საფუძველზე და მათივე სურვილით გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
  • კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: სკოლამ საპატრულო პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად დაადგინა, რომ სკოლაში ღამით შემოსული პირი ნამდვილად არ იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე. სკოლას არ შეეძლო ეს საქმე გამოუძიებელი დაეტოვებინა. ჩვენთვის უმთავრესი მოსწავლეების უსაფრთხოებაა.
კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ.
ისევ დავუბრუნდები ყველაზე მთავარს - ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამაზე მნიშვნელოვანი ამ წუთას არაფერია".

altმწვანე სკოლა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: "ღამით ვიღაც გადმოიპარა სკოლის ტერიტორიაზე"


1535
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
mimi
3
უამრავი მიზეზია საიმისოდ, რომ საზოგადოებაში დეპრესიული ფონი გაიზარდოს. ჩვენში ის მცირე მდიდრების ფენა კიდევ უფრო მდიდრდება, დანარჩენები კიდევ უფრო ვღატაკდებით. საშუალო ფენა აღარ არსებობს. არის სრული უიმედობა, არანაირი რწმენა უკეთესი ხვალინდელი დღისა, სოციალური უთანასწორობა, უამრავი უბედურება, ვერ უძლებენ ადამიანები ამ ყველაფერს. განსაკუთრებით მოზარდებს უჭირთ, როგორც ითქვა ეს ბავშვი უფულობის გამო გადაიყვანეს, ვინ იკითხა რა ხდებოდა მის სულში, გულში, სკოლას ხომ აღმზრდელობითი ფუნქცია აღარ აქვს (არც საგანმანათლებლო). ყოფიერებით დაღლილ პედაგოგებს უბრალოდ აღარც აინტერესებთ მათი მოსწავლეები რითი სუნთქავენ. ამ სკოლის დირექციამაც მარტივი გამოსავალი ნახა, მარტო იმ წარწერის მიხედვითაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ამ ბავშვს ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა აღებული. გადასცეს პოლიციას და პილატესავით დაიბანეს ხელები. თAვბის მართლებას აზრი არ აქვს, ამ სკოლას ლომის წილი აქვს ადამიანის თვითმკვლელობაში.ასეა ეს.
13:16 / 16-12-2019
sofo
1
ძალიან მაინტერესებს ამ ბავშვმა რატომ აირჩია მწვანე სკოლა?! მესმის, რომ იქ სწავლობდა!!! მაგრამ რა მოხდა იქ სწავლის პერიოდში ისეთი, რომ ბავშვში ამხელა აგრესია და პროტესტი დაგროვდა?! რა იმალება ამ სკოლის კედლებს მიღმა?!
09:18 / 16-12-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი