"ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან.
ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ - იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე).
როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი.
დღესდღეობით გოლიათის დაბადება (5 კილოგრამი და მეტი) იშვიათობა არ არის.
სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა.