როგორ განვითარდა იმ ბავშვების ცხოვრება, რომელთა დედებიც შვილების ვარსკვლავურ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ
როგორ განვითარდა იმ ბავშვების ცხოვრება, რომელთა დედებიც შვილების ვარსკვლავურ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ
ბევრ მშობელს სურს, რომ მისი შვილი სუპერ პოპულარული იყოს. ამით ცდილობენ უზრუნველი მომავალი შეუქმნან. თუმცა, ზოგჯერ ასეთი პოპულარობა ძვირად უჯდებათ. ვნახოთ, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება, ვინც ბავშვობაში სუპერ პოპულარულები იყვნენ.

1. რიჩარდ სანდრაკი (პატარა ჰერკულესი)

mshoblebi
რიჩარდ სანდრაკი 8 წლის ასაკში ყველაზე ძლიერი ბავშვი იყო მსოფლიოში, ამიტომ შეერქვა პატარა ჰერკულესი. თუმცა ამ ტიტულის მოპოვება ძვირად დაუჯდა. მამა ოცნებობდა, რომ რიჩარდი კულტურისტ- ჩემპიონი გამხდარიყო, ამიტომ პატარაობიდანვე ავარჯიშებდა. ყოველდღიურ ვარჯიშთან ერთად მას სწორად
უნდა ეკვება, არ მიეღო ტკბილეული, არ ჰქონოდა თანატოლებთან ურთიერთობა, რათა მათ არ "გაეფუჭებინათ". მშობლებმა ბავშვი ცნობილ სპორტსმენს აჩვენეს, რომელიც გაოცდა ბავშვის შედეგით. პატარა ჰერკულესი მსოფლიომ გაიცნო. ის ბოდიბილდინგის შოუებში იღებდა მონაწილეობას.

წლების შემდეგ, რიჩარდის მამა ციხეში მოხვდა, რადგან ის ცოლზე არაერთხელ ძალადობდა. 2015 წლიდან რიჩარდმა უარი თქვა ვარჯიშზე.
ამჟამად სანდრაქსი 27 წლისაა, გატაცებულია სკეიტბორდით, მუშაობს სტუდია Universal-ში კასკადიორად. მისი გარეგნობის მიხედვით, არავინ იტყვის, რომ ოდესღაც ჩემპიონი იყო.

2. ალა ტომპსონი (საყვარელი ბუ-ბუ)

mshoblebi
ალა ტომპსონი, ცნობილი როგორც საყვარელი ბუ-ბუ, ნამდვილ ვარსკვლავად იქცა ბავშვობაში. მისი დედა ყოველთვის ოცნებობდა, რომ ცნობადი გამხდარიყო. ამიტომ თავისი 6 წლის გოგონა ყველა კონკურსზე დაჰყავდა. ერთხელ პროდიუსერებმა შენიშნეს მათი ოჯახი და
რეალითი-შოუში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს, მათი ცხოვრების შესახებ. როდესაც დედა მიხვდა, რომ ეს შეთავაზება ნამდვილად მიიყვანდა პოპულარობამდე, გადაღებების წინ შვილს ენერგეტიკულ სასმელებს ასმევდა, რომ გოგონა უფრო აქტიური ყოფილიყო. შედეგად ბავშვი მე-3 ხარისხის სიმსუქნემდე მივიდა. ამჟამად ალან ტომპსონი 14 წლისაა და ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს, რომელიც პოპულარული შოუს გადაღებების დროს "აკრიფა".

3. ჯოშუა ბეიტსონი
mshoblebi

როდესაც ჯოშუა 10 წლის იყო, დედამ შოკოლადის რეკლამის ქასთინგზე მიიყვანა. აასე გახდა ის Kinder-ის სახე. იმის შემდეგ ცისფერთვალება მოღიმარი ბიჭუნა არაერთ სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ამჟამად ჯოშუა 25 წლისაა, დაამათავრა ინგლისის უნივერსიტეტი, სადაც შეისწავლა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტოლოგია.

4. ალინა გროსუ

mshoblebi
ალინა გროსუს, უკრაინელი მომღერლის შემოქმედებითი კარიერა ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ გოგონამ მონაწილეობა მიიღო "პატარა მის უკრაინა"-ს კონკურსზე და გაიმარჯვა. პროფესიონალურ სცენაზე ალინამ 4 წლიდან დაიწყო გამოსვლა, 2 წლის შემდეგ კი გაიმარჯვა "წლის ბავშვის" ნომინაციაში. მშობლები ხელს უწყობდნენ მისი შემოქმედებითი კარიერის განვითარებას. წლების შემდეგ გოგონამ ჩააბარა საესტრადო-საცირკო აკადემიაში.
ამჟამად ალინა გროსუ 24 წლისაა. ახლახან იმიჯი შეიცვალა და ცდილობს დაუბრუნდეს ლირიკულ მუსიკას.

5. გრეგორი სმიტი

mshoblebi
10 წლის ამერიკელი მოზარდი გრეგორი სმიტი უკვე სწავლობდა უნივერსიტეტში და იყო საერთაშორისო ასოციაციის International Youth Advocates დამაარსებელი, რომელიც მთელი მსოფლიოს ბავშვებს აერთიანებდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსი ინტერვიუს იღებდა მიხეილ გორბაჩოვისგან და ბილ კლინტონისგან. ამასთან, რამდენჯერმე იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, თუმცა არასდროს არ მიუღია ის.
ამჟამად 29 წლისაა. დაიცვა დისერტაცია გამოთვლითი ბიოლოგიის მიმართულებით. ზოგჯერ იღებენ სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუში.

6. ტილან ბლონდო
mshoblebi

ტილანი ერთ-ერთი ცნობილი მოდელია. მისმა მშობლებმა - ტელეწამყვანმა და ფეხბურთელმა, შვილისთვის კარიერის აწყობა სამოდელო სფეროთი დაიწყეს. 4 წლის ტილანი წამყვან ბრენდთან - Jean Paul Gaultier-თან თანამშრომლობდა. 10 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში, სადაც მოზარდი გოგონას მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული. ამას მოჰყვა სკანდალი საზოგადოების მხრიდან. ისინი აღშფოთებულები იყვნენ და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მოგვიანებით, 12 წლის ასაკში ხელშეკრულება გააფორმა სამოდელო სააგენტო IMG Models-თან. 18 წლის უკვე ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო.
ამჟამად ტილანი აგრძელებს მოდელობას, მონაწილეობა მიიღო ფილმის "ბილი და სებასტიანი"-ს გადაღებებში.

იხილეთ მეტი ტილანზე:

altდარჩება თუ არა სამოდელო სფეროში მსოფლიოს ულამაზეს ბავშვად აღიარებული გოგონა, რომელიც უკვე 19 წლისაა



7. ჯონათან ლიპნიკი
mshoblebi

ჯონათან ლიპნიკი ცნობილია ფილმებიდან "ჯერი მაგუაიერი", "სტუარტ ლიტლი"და "როგორც მაიკი". გადაღებები 6 წლის ასაკიდან დაიწყო. 2002 წლამდე მონაწილეობდა ფილმებში. შემდგომ გადაერთო სპორტზე.
ამჟამად ჯონათანი 29 წლისაა. პროფესიონალურადაა დაკავებული ფიტნესითა და ბოქსით. 2015 წლიდან აღარ გამოჩენილა ეკრანზე.

10. მარა უილსონი
mshoblebi

პირველად მარა კინოში 7 წლის ასაკში ფილმ " მისის დაუტფაიარ"-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ყოველ წელს გოგონას სთავაზობენ სხვადასხვა როლს. "მატილდა"-ში მონაწილეობის შემდეგ 9 წლის მარამ პრემია "წლის ახალგაზრდა ვარსკვლავი" მიიღო. მალევე ოჯახს უბედურება დაატყდა თავს: 13 წლის მარას დედა გარდაეცვალა. ამის შემდეგ დაკარგა ინტერესი სამსახიობო საქმიანობისადმი. გარდა ამისა, მოულოდნელად თავს დატეხილი პოპულარობა გახდა მიზეზი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა.
ამჟამად მარამ დაამთავრა ხელოვნების სკოლა ნიუ-იორკში და გახდა მწერალი. წერს პიესებს, იუმორისტული საიტისთვის.
18635
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მაია
0
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ჩაასწორეთ ბოლოს წინა აბზაცში)
14:14 / 16-12-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი