9 წლის ბელგიელი ვუნდერკინდიმა, რომელიც ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სწავლა მიატოვა. ლორანის მშობლებს სურდათ, რომ მას უმაღლესი განათლება მიეღო 26 დეკემბრამდე, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ის გახდებოდა უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლისაც არ იყო და მოხსნიდა რეკორდს.
მაგრამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აცნობა, ბავშვს კიდევ მრავალი გამოცდა უნდა ჩაებარებინა და შესთავაზეს უნივერსიტეტის 2020 წელს დამთავრება. მშობლები არ დაეთანხმნენ ადმინისტრაციის შეთავაზებას და მაშინვე შეაწყვეტინეს სწავლა. მათ სურდათ, რომ ბავშვს 3 წლის პროგრამას 10 თვეში დაესრულებინა და 10 წლის იუბილარს უნივერსიტეტის დიპლომი მიეღო.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თვლის, რომ ბავშვზე ზეწოლას ახდენდნენ მშობლები.
"ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვზე ვახდენდით ზეწოლას და თუ ასე გაგრძელდებოდა, ისინი ჩაუტარებდნენ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას", - ამბობს ბავშვის მამა.
ლორან სიმონსი იმედოვნებს, რომ მომავალში სამედიცინო ფაკულტეტზე მოხვდება. მან ერთი წლის მანძილზე საშუალო სკოლის მთელი კურსი გაიარა.
ბიჭი ექიმების ოჯახში დაიბადა. ამიტომ გეგმავს სამედიცინოზე სწავლას და მეცნიერების კანდიდატის ხარისხის მიღებას. მას სურს შექმნას ადამიანის ხელოვნური ორგანოები, რომლებიც შეცვლიან ნამდვილ ორგანოებს და გამოიყენებენ ტრანსპლანტაციის დროს.
როდესაც ბებია-ბაბუამ შეამჩნიეს ლორანის განსაკუთრებული მონაცემები, მაშინვე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. თავიდან მშობლებმა არ მიაქციეს ყურადღება. ეგონათ, რომ უფროსები გადამეტებულად აფასებდნენ შვილიშვილს. მალე მასწავლებლებმაც იგივე უთხრეს ბავშვის მშობლებს, ასევე დაინტერესდნენ ექპერტები.
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მისი გრაფიკი ძალიან დაძაბული იყო, რასაც ლორანი 1 კვირას ანდომებდა, სტუდენტებს 9-12 კვირა არ ყოფნიდათ.
ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ლორანის მომავალი წარმატებები.
როგორ განვითარდა იმ ბავშვების ცხოვრება, რომელთა დედებიც შვილების ვარსკვლავურ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ