სამწუხაროდ, 15 წლის ლუკა სირაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ფაქტმა და მოზარდის გარდაცვალებამ სრულიად საზოგადოება შეძრა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ამ ტრაგიკულ შემთხვევას. ჩვენ საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანის საჯარო კომენტარს გთავაზობთ:
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: რა ჭირად გვინდა სახლი, კარი, სკოლა, კედელი, მიწა, ტყე, ქვეყანა, თუ აქ ჩვენი შვილები ცოცხლები და ჯანმრთელები არ იცხოვრებენ!
სოფო ხუნწარია: ერთი ბავშვიც კი, ერთიც კი! არაფერი არაფრად არ ღირს.
ირინა სარიშვილი: დაიღუპა 15 წლის ბიჭი! ამ ცხოვრების დედაც!!!
მაია ცირამუა: ამ სახელმწიფომ მოკლა ბავშვი
ნინი სანადირაძე: შერჩევითი სამართალი, შერჩევითი მხარდაჭერა და შერჩევითი თანაგრძნობა კლავს ყველას და დედამიწას
ონისე ონიანი: ამ ცხოვრების დედაც!!!!!
დავით ქაცარავა: დაიღუპა პოლიციის ძალადობის მსხვერპლი 15 წლის არასრულწლოვანი.
"ამ ცხოვრების დედაც”
პასუხს ვინ აგებს ამაზე?