მწერალი ალექსანდრე პაიკიძე 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიას ამ პატარა ჩანახატით ეხმაურება:
"ცხოვრება მშვენიერია, შვილო, სიყვარულით და ბედნიერებით სავსე.
ცხოვრება სიხარულით და შუქით სავსე რამაა, შვილო, ლაღი და თავისუფალი.
ცხოვრება ერთი დიდი გზაა, შვილო, და ამ გზაზე ათას საოცარ რამეს ნახავ.
ცხოვრება ხან გაგაღიმებს, ხან ცრემლს გადენს და ეგეც ამ ცხოვრების ნაწილია, შვილო.
ცხოვრება გამოწვდილი ხელია, ჩაკიდე და არ გაუშვა, ბოლომდე მყარად გეჭიროს.
ცხოვრება, ხანდახან ძალიან დაუნდობელია, შვილო, მაგრამ გაიხსენე, რომ ის მაინც მშვენიერია, ვინაიდან არ არსებობს ბნელი, რომლის განათებაც არ შეიძლება.
ნუ ჩაიქნევთ ხელს იმიტომ, რომ ნაძირლები არსებობენ, მაგათაც ეგ უნდათ.
ამ ცხოვრების დედა არ ვატირე, შვილო, ცუდი კაცების დედა ვატირე მე!
ბედნიერი იყავი, შვილო".