ოჯახის შექმნის შემდეგ არაერთი წყვილი ცხოვრობს მეუღლის მშობლებთან ერთად. ეს შესაძლოა ზოგჯერ სურვილით, ზოგჯერ კი გამოუვალი მდგომარეობით იყოს განპირობებული. დიდ ოჯახში, ერთობლივი თანაცხოვრების დროს, კონფლიქტური სიტუაციებიც იჩენს თავს. ოჯახურ დავაში კი მეტ წილად მაინც რძალ-დედამთილი ფიგურურებენ. სწორედ ამ თემაზე მოგვწერა წერილი ჩვენმა მკითხველმა, რომელსაც ანონიმურობის დაცვით ვაქვეყნებთ:
"ახალი წელი ახლოვდება და პრაქტიკულად ისე გამოდის, რომ მთელი წლის დაგროვილი უარყოფითი ემოცია დღესასწაულზე ამოიფრქვევა ხოლმე. ვცდილობ, მაქსიმალურად შევინარჩუნო სიმშვიდე და დედამთილს, როგორც ჩემი შვილების ბებიას, ჩემი ქმრის დედას, პატივი ვცე, ანგარიში გავუწიო მის ასაკს. თუმცა მეც ადამინური სისუტე მძლევს ხოლმე და ზოგჯერ კონტროლს ვკარგავ. გამოდინარე იქედან, რომ ვმუშაობ და თან ბავშვები შაბათ -კვირას წრეებზე დამყავს, ვერ ვახერხებ ახლობლების, მეგობრების ნახვას. მხოლოდ დღესასწაულებზე თუ შევიკრიბებით ერთად. უკვე მერამდენედ ვვარდები უხერხულ სიტუაციაში იმის გამო, რომ დედამთილი მათთან საუბარს არ მაცდის, უფრო მეტიც, ისე აქტიურდება, რადიკულიტიც ავიწყდება და წნევაც. თვალში მხედველობაც უბრუნდება, რომელიც მათ მოსვლამდე აკლდა. 70 წელს არის მიტანებული, ხომ შეიძლება ტელევიზორს უყუროს, სხვა ოთახში გავიდეს. არა, ერთი წამით არ გვტოვებს მარტო, ასე აქვს ჩაფიქრებული, რომ საუბრის ყველა დეტალი მასთან იყოს შეთანხმებული. წინა ახალ წელს დაქალები გამექცნენ, იმიტომ, რომ ვერ შევძელით ჩვენს გემოზე საუბარი.
მირჩიეთ მეგობრებო, როგორ ვუთხრა ისე, რომ არ ვაწყენინო და და ჩემს ნათესავებთან თუ მეგობრებთან მარტო საუბრის საშუალება მომეცეს."
ჟანა, 32 წლის.