სადაცაა დადგება ახალი წელი, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ყველაზე დიდი მოლოდინიც მათ აქვთ ამ დღის. გარდა ფერად-ფერადი გირლანდებისა და ნაძვის ხისა, ზეიმებისა და დღესასწაულებისა, მათი უმთავრესი მოლოდინი საჩუქრებს უკავშირდება. ზოგს სჯერა თოვლის პაპის, ზოგს არა, თუმცა საახალწლო საჩუქარი ყველას ერთნაირად ახარებს და მშობლები თუ უფროსი ნათესავ-მეგობრები ცდილობენ, არ დაწყვიტონ გული პატარებს, კარგად შეარჩიონ საჩუქრები და ბავშვისთვის არა მხოლოდ სასიხარულო, შემეცნებითი, საჭირო და განმავითარებელიც იყოს შერჩეული საჩუქარი.
თუ თქვენ სწორედ ამ მიმართულებით ფიქრობთ და ეძებთ საუკეთესო საჩუქრებს ბავშვებისთვის, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა სწორედ. წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" შესანიშნავი საახალწლო აქცია აქვს ყველასთვის - უკვე დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, 20-21-22 დეკემბერს, ნებისმიერი საბავშვო წიგნის ყიდვისას "ბიბლუსის" ყველა ფილიალში, საქართველოს მასშტაბით, საჩუქარს მიიღებთ! გარდა იმისა, რომ საბავშვო წიგნს იძენთ პატარისთვის, +საჩუქარიც გხვდებათ, რომელიც წიგნთან ერთად კიდევ უფრო გაუხარებს მას გულს.
"ბიბლუსის" ზოგეირთ ფილიალში კი ბავშვებსა და მშობლებს განსაკუთრებული ამბავიც ელოდებათ - აქ თავად სანტა დაგხვდებათ, რომელიც საჩუქრებს თვითონ დაურიგებს ბავშვებს. ამ მაღაზიების მისამართებია:
20-22 დეკემბერი - თბილისი, ჭავჭავაძისა და კანდელაკის "ბიბლუსი გალერეა" 21-22 დეკემბერი - თბილისი, სითი-მოლი, ვაჟა-ფშაველას #70 20 დეკემბერი - ბათუმი, შავი ზღვის მოლი 21 დეკემბერი - ბათუმი, ბიბლუსი გალერეა 21 დეკემბერი - ქუთაისი, ფალიაშვილის #31
არ გამოტოვოთ ეს სიახლე - აჩუქეთ თქვენს პატარებს წიგნი და მასთან ერთად - ემოცია, სიყვარული და მოგონება... წიგნი ხომ საუკეთესო საჩუქარია!