შემთხვევა, რომელმაც საზოგადოება შეძრა, ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. ფაქტი სკოლის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.
ვიდეოზე ჩანს, სკოლის დაცვის თანამშრომელი, ე.წ. სასკოლო რესურსის ოფიცერი, როგორ ძალადობს ფიზიკურად 11 წლის მოსწავლეზე. სკოლამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში აცნობა ადგილობრივ პოლიციას ფაქტის შესახებ. ოფიცერი მაშინვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ ეტაპზე ე.წ. ფასიან შვებულებაშია, შინ იმყოფება და გამოძიების დასრულებას ელოდება.
"ეს ბავშვი უკეთესს იმსახურებს, ჩვენ ვიმუშავებთ დაუღალავად, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს სასკოლო სისტემაში", -აღნიშნა ოლქის საგანმანათლებლო უწყების თანამშრომელმა და საზოგადოებას შეჰპირდა, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდება მთელ სისტემაში, მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.