ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში, ძირითადად - ინსტაგრამზე, ხშირად აქვეყნებს პატარა ქალიშვილის, ოლივია გეიხმანის ფოტოებს და ვიდეოებს. გოგონა დიდ დროს ატარებს დედასთან და როგორც ფოტოებიდან ჩანს, მის გვერდით სულ არის ბებია, ქეთას დედა. რამდენიმე დღის წინ ბებიამ და შვილიშვილმა წინასაახალწლო ფოტოსესიაც მოაწყვეს.
ოლივიას ძალიან უყვარს ცეკვა, ბალეტზე დადის და ასევე უყვარს ლექსების კითხვა. ამ ვიდეოში დედაზე კითხულობს ლექსს ქეთასთვის.