“ვრცელდება სარწმუნო ინფორმაცია, რომ პატრულს ვინც ყელი გამოჭრა, ქურდობა უნდოდა და სტატუსისთვის ქნა.”
ნეტა რატომ არ მიკვირს???
გახსოვთ? 2012 წლის პირველ ოქტომბერს მანქანებში ბოლო ხმაზე აღრიალებული მურკები და რუსული ბლატნოები?
გახსოვთ, კრიმინალისგან დაცლილი ციხე ყოველ არჩევნებზე ვის ეხმარება?
ქურდულ გაგებას ძველი დიდება ვინ დაუბრუნაო და თქვენ, კანონმორჩილ მოქალაქეებს, მორჩილი ცხვრებივით გაგებით მოკიდება ვინ გირჩიათ, ვინაო, გახსოვთ?
ჰოდა "ისპალნიწელია" და გისრულებთ.
უფრო და უფრო მეტი პოლიციელი დაიჭრება, იმიტომ რომ “მოდა შეიცვალა” და აწი მოზარდთა ერთი ნაწილი ისევ ტონი მონტანობაზე იოცნებებს... და მოზარდთა მეორე ნაწილი, როდესაც ახალ რეალობას მორგებულ რომელიმე გაძაღლებულ, მოძალადე პოლიციელს ჩაუვარდება კლანჭებში - “ამ ცხოვრების დედაცო” იტყვის და წავა.... ამ ცხოვრებიდან...
რაში ჭირდებათ ამათ პროგრესული, განათლებული ქვეყანა? პირიქით, რა საშინელებაც დღეს ქვეყანაში ხდება - ყველაფერი აწყობთ. თქვენ თუ არ მოგწონთ - საზღვარგარეთ გადაბარგებაც შემოგთავაზეს, ცოოოოტა ძაან ფრანგულ-ქადჟური აქცენტით რბილად “გადჟმაც” კი შემოგთავაზეს...
ხოდა გიხაროდენ, პრიეხალი. როგორც არასდროს, ისე აღადგინეს ქართველობა და საქართველოს დღეს მავნებელი პროდასავლური კურსისგან ქვეყნის გადამრჩენელი რუსული ოცნება მართავს".
მაია დარსმელიძე