საახალწლო სამზადისი ნაძვის ხის აწყობით იწყება. ეს პროცესი განსაკუთრებით უხარიათ ბავშვებს.
ყოველ წელს იცვლება ნაძვის მორთვის ტენდენციები, თუმცა ერთი რამ უდავოა - ტრენდულადაა გაწყობილი ნაძვის ხე თუ არა, ის ყოველთვის ლამაზია და ქმნის დღესასწაულს.
ულამაზესმა ლიკა ევგენიძემ შვილები ანა-სოფია და ნიკა სწორედ ნაძვის ხესთან აპოზიორა. ბავშვებმა ელფების როლები მოირგეს.
განო მელითაურმა ნაძვის ხე ბარბარობას ააწყო და მანაც შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოებით მოგვილოცა დღესასწაული.
ლულუ კახიანისთვის ეს წელი საკმაოდ მძიმე იყო, მიუხედავად ამისა, პულობს საკუთარ თავში ძალას და მეორე შვილის - ნინის ბედნიერებისთვის ცხოვრებას აქტიურად აგრძელებს.
"ყველა ანგელოზი შენთვისაა, ჩემი ტკბილო, ლენო... მე შენ ისე მიყვარხარ... ჩემი ძვირფასი ანგელოზი ხარ" - ამ მინაწერით გამოაქვეყნა ლულუმ იმ ნაძვის ხის ფოტოები, რომელზეც თოვლის ბაბუსთვის დაწერილი, ნინის წერილია ჩანოკიდებული.
თეკლა ჟვანია