როცა ჯვრის შეძენას გადაწყვეტთ, არ შეგეშალოთ არამართლმადიდებლურში. ჯვარი შეიძლება იყოს ოთხ ან რვა, იშვიათად - ექვსფერდიანი. თუ ჯვარზე მაცხოვარია გამოსახული, მას აუცილებლად უნდა ადგეს შარავანდი, შარავანდში კი - ჯვარი (ჯვრის ზემო სამი ფერდი) საგანგებო წარწერით. მაცხოვარს გამოსახულებაზე ფეხები ცალ-ცალკე უნდა ჰქონდეს შემსჭვალული. ამ ნიშნების დაცვის შემთხვევაშიც შეიძლება იყოს შეცდომები, ამიტომ ჯვრის გაკეთებისა თუ შეძენისას საჭიროა იგი კანონიკის მცოდნე ადამიანს უჩვენოთ. ჯვრის შეძენა სასურველია სპეციალურ საეკლესიო მაღაზიაში. ზოგჯერ ვხვდებით ჯვრებს, რომლებშიც ლოცვებია ჩადებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჯვრის ძალას. იხილეთ სრულად