ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შობისთვის ემზადება. ამ დღეებში სოციალურ ქსელში ჯერ ღია ბარათი გამოჩნდა მათი საოჯახო პორტრეტით, მერე კი პრინცი ჯორჯის ფოტოები მამას, ბაბუასა და დიდ ბებია დედოფალთან, რომელზეც ჩანს, რომ პატარა პრინცს საშობაო პუდინგის მომზადებაში იხმარიებენ - ეს ოჯახური ტრადიციაა, რომელშიც წელს პრინცი ჯორჯიც წარმატებით ჩართეს.