27 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი) "წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019" გაიმართება. ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L" 30%-50%-მდე ფასდაკლებითა და ბევრი სიახლით იქნება წარმოდგენილი.
გამომცემლობა მკითხველს სხვდასხვა ჟანრს: საბავშვო-საყმაწვილო, თინეიჯერულ, ფენტეზის, ბიზნელიტერატურასა და ქართველი თანამედროვე ავტორების წიგნებს სთავაზობს.
ამას გარდა, იგეგმება ღონისძიებები, ძირითადად, საბავშვო წიგნების მიმართულებით.
27 დეკემბერი:
13:30-14:00 - მწერალი, გიორგი კეკელიძე "გახდი ბესტსელერის ავტორის 2019"- ის გამარჯვებულს, თამარ გოდერიძეს და მის წიგნს "ყვავილები სახლთან ახლოს" წარადგენს.
15:30-16:00 - ავტორი, ლელა ცუცქირიძე წარადგენს საბავშვო წიგნს "თოვლის გუნდა და ბუ ტუსურა".
28 დეკემბერი:
13:00-13:30 - მთრგმნელი, ნიკოლოზ (ტატო) ალექსიძე წარადგენს ჩარლზ დიკენსის "საშობაო სიმღერას".
15:30-16:00 - ავტორი, დიანა ანფიმიადი წარადგენს წიგნს - "თოვლზე ნაწერი წერილები".