ანატომიის მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე სხეულს კრეატიულად იყენებს - ვიდეო ყველაზე ცნობილი გაკვეთილიდან
კარგი მასწავლებელი უკან არაფერზე დაიხევს, რათა მოს­წავ­ლე­ებს სწო­რად მი­ა­წო­დოს სას­წავ­ლო მა­სა­ლა და და­მახ­სოვ­რე­ბა გა­უ­მარ­ტი­ვოს. ყველაზე კრეატიულები კი არამარტო მოსწავლეების, მთელ ქვეყანას აოცებენ.
43 წლის ვე­რო­ნი­კა დუკუ ეს­პა­ნე­ლი ანა­ტო­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლია. იმის­თვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს ადა­მი­ა­ნის აგე­ბუ­ლე­ბა და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ხებ უკეთ შე­ეც­ნოთ, ვა­ლი­ა­დო­ლი­დის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა ჩა­ეც­ვა ფორ­მა, რო­მელ­ზეც ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ორ­გა­ნო­ე­ბის რუკა მთე­ლი სი­ზუს­ტი­თა და თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლით.
პე­და­გო­გის თქმით, მე­თოდ­მა გა­ა­მარ­თლა და გაკ­ვე­თი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და.
"იცით რა რთუ­ლია ბავ­შვე­ბის­თვის ყო­ვე­ლი­ვეს გა­გე­ბა? მათ ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია უფრო უმარ­ტი­ვებთ აღ­ქმას. ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, თუ რო­გორ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მათ­თვის, რო­გორ მი­მე­წო­დე­ბი­ნა ისე, რომ მარ­ტი­ვად გა­ე­გოთ
და ეს მე­თო­დი ვი­პო­ვე. გა­ა­მარ­თლა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს" - ამბობს ვერონიკა.
579
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები