კარგი მასწავლებელი უკან არაფერზე დაიხევს, რათა მოსწავლეებს სწორად მიაწოდოს სასწავლო მასალა და დამახსოვრება გაუმარტივოს. ყველაზე კრეატიულები კი არამარტო მოსწავლეების, მთელ ქვეყანას აოცებენ.
43 წლის ვერონიკა დუკუ ესპანელი ანატომიის მასწავლებელია. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ადამიანის აგებულება და შინაგანი ორგანოების შესახებ უკეთ შეეცნოთ, ვალიადოლიდის სკოლის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩაეცვა ფორმა, რომელზეც ადამიანის შინაგანი ორგანოებია აღბეჭდილი. მასზე გამოსახულია ორგანოების რუკა მთელი სიზუსტითა და თითოეული დეტალით.
პედაგოგის თქმით, მეთოდმა გაამართლა და გაკვეთილი საინტერესო გახდა.
"იცით რა რთულია ბავშვებისთვის ყოველივეს გაგება? მათ ვიზუალიზაცია უფრო უმარტივებთ აღქმას. ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ მეჩვენებინა მათთვის, როგორ მიმეწოდებინა ისე, რომ მარტივად გაეგოთ და ეს მეთოდი ვიპოვე. გაამართლა, რაც ძალიან მახარებს" - ამბობს ვერონიკა.