ქართველი რძლები, რომლებსაც უმდიდრესი მამამთილები ჰყავთ
ქართველი რძლები, რომლებსაც უმდიდრესი მამამთილები ჰყავთ
მდიდრების ცხოვრება ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობას აინტერესებს და ამ მხრივ არც ქართველები ვართ გამონაკლისები.
სიმდიდრე და უდარდელი ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. მილიონრების შვილები მუდმივად ხვდებიან პრესის ყურადღების ცენტრში, თუმცა ბევრი მათგანი მშვიდ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჟურნალისტებს რას გამოაპარებ.
"რეიტინგი"ყველაზე მდიდარი ქართველი მამამთილებით დაინტერესდა.

ოთარ არშბა
ოთარ არშბას რუსულ მაღალ წრეებში შესანიშნავად იცნობენ. ის რუსეთის დუმის მილიარდერი დეპუტატია, რომლის სახელს არაერთი კომპანია უკავშირდება. ოთარ არშბას რძალი ყოფილი მოდელი და"ვიცე მის-საქართველოს"ტიტულის მფლობელი
თამუნა ნემსიწვერიძეა.

mshoblebi

თამუნა ნემსიწვერიძე საზოგადოებამ სწორედ სილამაზის კონკურსიდან გაიცნო და
უმშვენიერესმა მოდელმა ოჯახი მალევე შექმნა. მისი ქმარი ირაკლი არშბაა. ოთარ არშბა, ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთი უმსხვილეს რუსულ სამთომეტალურგიულ კომპანიასთან, "ევრაზჰოლდინგთან". საერთაშორისო კვლევითი ცენტრის International Iron and Steel Institute-ის მონაცემებით, "ევრაზ ჯგუფი"(ყოფილი "ევრაზიაჰოლდინგი") მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი კომპანიაა მეტალურგიის სფეროში და რამდენიმე წლის წინ მისი კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სხვა აქციონერებს შორის, "ევრაზ ჯგუფის"ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია რომან აბრამოვიჩიც. რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ოთარ არშბას ბიზნესცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე "სახალხო აფთიაქის"და ყოფილი "სახალხო ბანკის", ამჟამად კი "ლიბერთი ბანკის"აქციების გარკვეული წილი.

mshoblebi

კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია ცნობილი ქართველი
ბიზნესმენია, რომელიც წლების წინ პოლიტიკაშიც წავიდა და"ნაციონალური მოძრაობის"გუნდის წევრია.

კობა ნაყოფიას ვაჟი ნიკა ნაყოფია მალე მეორედ დაქორწინდება, მისი საცოლე უმშვენიერესი მოდელი და ცნობილი ოჯახის შვილი ნანუკა გოგიჩაიშვილია.

mshoblebi

კობა ნაყოფია დაიბადა 1969 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით, პარალელურად დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის"სპეცფაკულტეტი"— ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობით ბიზნეს-იურისტი. დამთავრებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაცია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი.

mshoblebi

1993-2008 წლებში სხვადასხვა დროს იყო კომპანია"ოქროს საწმისის"გენერალური დირექტრი, შპს"ინვესტმენტ მენეჯმენტის"გენერალური დირექტორი, სს"ორლოვის სამრეწველო კომპანიის"დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია"პრომიშლენნიე ინვესტორის"ვიცე-პრეზიდენტი, სს"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის"სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს"მადნეულის"გენერალური დირექტორი, შპს"კვარციტის"გენერალური დირექტორი, კომპანია"გეოპრომინინგის"პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კობა ნაყოფია იყო ჰოლივუდში გადაღებული ფილმის"აგვისტოს 5 დღის"ერთ-ერთი პროდიუსერი. 2008-2012 და 2012-2016 წლებში - მაჟორიტარი დეპუტატი ბოლნისის ოლქიდან. 2016 წელს პარლამენტში"ნაციონალური მოძრაობის"პარტიული სიით შევიდა.
დაჯილდოებულია საპრეზიდენტო ბრწყინვალებისა და წმინდა ნიკოლოზის ორდენებით.

რომან ფიფია

mshoblebi

ცნობილი ბიზნესმენის რომან ფიფიას რძალია უმშვენიერესი ანანო მიქაძე. რომან ფიფია არაერთ ბიზნესთან ერთად, საფეხბურთო ბიზნესშიც არის და"დინამოს"მფლობელია. მისმა ვაჟმა გიორგი ფიფიამ ახალგაზრდა მოცეკვავეზე 2013 წელს იქორწინა. ანანომ ცეკვას თავი დაანება და ახლა პროფესიონალი პიარ-მენეჯერია.

mshoblebi

რომან ფიფიამ ბიზნესი წლების წინ რუსეთში დაიწყო, 2011 წელს კი"დინამოს"ჩაუდგა სათავეში და ახლა საქართველოში ცხოვრობს.

იხილეთ ვრცლად



8039
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები