საახალწლოდ ლამაზად განათებული თბილისის ფონზე, ეს ისტორიის სავსე ქალაქი, ბევრ სევდიან ამბავს ინახავს..
ფოტოგრაფი დათო ქორიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვიფიქრე ფეხით გავივლიდი, “ახალი წლის სოფელს” ვნახავდი. დგანან ქალები და ყიდიან მიკიმაუსებს, სპაიდერმენებს. მოწყენილები და დაღლილები არიან. ხალხი ჩხუბობს 7 ლარი სპაიდერმენი რა ამბავიაო, ბავშვები ტირიან გვინდაო. მერე ერთმა ლაივი ჩართეო მითხრა და ბიძინა დაწყევლა, მეორემ მაგას “სატანა მიშა” ჯობდაო, მესამემ გაიცინა და ასე... რანაირი უსამართლო და სევდიანი ქალაქია თბილისი. დგეხარ ბუშტებით ხელში, სიცივეში, სახლში გინდა, ნერვები გეშლება ყველაფერზე და უყურებ ჯოხს (ნაძვის ხეს) 305 ათასი ევრო, რომ გადაიხადა მერიამ.... “
ამასთან ერთად სოციალური ქსელი მოიცვა ბუშტებიანი ბებოს ფოტომ, რომელიც მისი ობლად დარჩენილი შვილიშვილისთვის „მოხეტიალე ღმერთია“:
„ბებო ამ შუა ღამეს რომ დადიხარ ბუშტებით ხელში, ხალხი ქუჩაში აღარ დადის, თანაც ძალიან ცივა ახლა ხომ ღამის 4 საათია...
- სიცივე რა მოსატანია იმასთან... ღამით მისულს სახლში ჩემი ობლად დარჩენილი 9 წლის შვილიშვილი კარში, რომ დამხვდება მშიერი და თვალებში შემომხედავს იმის იმედად, რომ ის მშიერი არ დაიძინებს მე მისი ღმერთი ვარ შვილო “დღეს ღამით სიცივეში მოხეტიალე ღმერთი” შემოგევლოს შენი ბებია. თბილისი “მარჯანიშვილი” ღამის 04:12 საათი. ყველამ გავაზიაროთ ძალიან მაგარი ბებო, იქნებ დაეხმაროს ვინმე“
თეკლ ჟვანია