მართალია, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა, მაგრამ ბავშვებს მაინც ყველაზე ძალიან უხარიათ ახალი წლის მოსვლა, ჩვენ უფროსები კი ვცდილობთ, ჩვენი საახალწლო მორთულობით მოვიწონოთ თავი.
ტელეწამყვანი გვანცა დარასელია და მისი უსაყვარლესი შვილი, ლილე ზუსტად ერთნაირ სამოსში გამოეწყვნენ, თაგვიანი მაისურები 2020 წლის პატივსაცმეად მოირგეს და საკუთარი ნაძვის ხის ფონზე იპოზიორეს.
ლალი ტოტიკაშვილმა თავის გოგონასთან, ნიტასთან, ერთად სარეკლამო საახალწლო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თეატრმცოდნე, მეიგავე, ტელეწამყვანმა ნიკა წულუკიძემ ქალიშვილთან, სესილიასთან ერთად გადაიღო ფოტო ნაძვის ხის ფონზე.
თეკლა ჟვანია