ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ოჯახის საახალწლო ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ზაზა და მისი მეუღლე თიკა ალავიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და ოთხი შვილი ჰყავთ - ორი გოგონა და ორი ვაჟი. ბიჭები კალათბურთით უკვე დაინტერესებულები არიან და ვარჯიშობენ კიდეც.
წყვილმა ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნო. მათ გაცნობას თიკა ალავიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს:
"მაშინ ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს, მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ მოხდა
ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.

ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე ზაზას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მასთან აშშ-ში, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, რადგან ჩემთვისაც და ზაზასთვისაც ეს მანძილი ძალიან რთული იყო. ჩავედი ამერიკაში და იქ მოვაწერეთ ხელი", - იხსენებს თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.