იუთუბ-ბლოგერების ტოპ-3-ში კრასნოდარის ოლქის მაცხოვრებელი, 5 წლის ნასტია რაძინსკაია აღმოჩნდა - ის მე-3 ადგილზეა შემოსავლებით.
მისი ოჯახი 2018 წელს კრასნოდარიდან საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად. დაბადებიდან ნასტიას ცერებრალური დამბლა აქვს.
მშობლებმა მალევე შექმნეს YouTube არხი, რათა ვიდეოზე დაეფიქსირებინათ ბავშვის მკურნალობის და განვითარების ეტაპები: ერთ-ერთი მეთოდი იყო კამერასთან მუშაობა.
ამჟამად ნასტიას დაავადების ნიშნები ნაკლებად აქვს. მას მამასთან ერთად რამმდენიმე იუთუბ-არხ აქვს და საერთო ჯამში 107 000 000 გამომწერი ჰყავს. მაგ: Nastya Vlog არხზე მათ 42 000 000 მოწონება აქვს. ასევე ნასტია ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც YouTube-არხზე 4 ბრილიანტის კლავიში აქვს მიღებული!
ნასტიას ვიდეოები 7 არზეა ნათარგმნი და რეკლამას უწევს სათამაშოებს. Lego-სა და Danone-ის ბრენდები მილიონობით დოლარს ხარჯავს პატარა ბლოგერზე.