როცა ბავშვისთვის წიგნს ვარჩევთ, ძალიან ხშირად ვითვალისწინებთ ნაცნობების რეკომენდაციებს - რამდენად მოეწონათ ეს წიგნი მათ შვილებს, რამდენად გაამართლა მათი მოლოდინი და და რამდენად შეიყვარეს ის ბავშვებმა. მართლაც, უამრავ საბავშვო წიგნს შორის არაერთი ბესტსელერია, რომლებმაც პატარა მკითხველების გული სხვებზე მეტად მოიგო. დაგვეთანხმებით, ყველა უფროსისთვის საინტერესოა ასეთი წიგნების ჩამონათვალი, მით უმეტეს, რომ ახლა სწორედ საჩუქარების შერჩევისთვის ყველაზე "ცხელი" დღეები დგას. წიგნები, რომლებმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურეს, რა თქმა უნდა, ყველაზე გაყიდვად საბავშვო წიგნებს შორის ხვდება. გთავაზობთ წიგნების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" წლის ყველაზე გაყიდვად საბავშვო წიგნების ათეულს:
1. ჩემი პირველი ბიბლია
ამ წიგნში თავმყორილია მშვენიერი ამბები ბიბლიიდან. ბავშვები გაეცნობიან ძველი აღთქმის დიდებულ გმირებს - ნოეს, აბრაამს, მოსესა და სოლომონს. ახალი აღთქმიდან კი - იესოს ქადაგებებსა და საქმეებს. წიგნი დაწერილია მარტივი ენით, ახლავს მშვენიერი ილუსტრაციები. იგი შესანიშნავი საშუალებაა ბიბლიასთან საზიარებლად.
2. 25 ჯადოსნური ზღაპარი
ეს ლამაზი წიგნი გიყვებათ მსოფლიოს ოცდახუთ საუკეთესო ზღაპარს. აქ შეხვდებით კეთილ კონკიას, ჯუჯებს, მეფის ასულებს, უფლისწულებს, ერთგულ გერდას, ეშმაკ და მოხერხებულ ცეროდენას და უამრავ გმირს, რომლებიც გასწავლიან სიყვარულს, თანადგომას, მოგანიჭებენ სიხარულს. ცხადია, ბოროტი ჯადოქრები, გოლიათები და ყინულის დედოფალიც შეგხვდებათ, მაგრამ ეს ზღაპრები გასწავლით, როგორ უნდა მოერიოთ უკეთურებას... ეს კი მეგობრობა და სიყვარულია. წიგნის ყოველი გვერდი გაფორმებულია ლამაზი ილუსტრაციით.
3. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
ეს საოცარი წიგნი მთელ სამყაროს თვალწინ გადაგიშლით- დაიწყეთ მოგზაურობა კოსმოსში, შემდეგ შეისწავლეთ ბუნება, მცენარეები, ცხოველები და დედამიწის მოსახლეობა. გაეცანით განსხვავებულ კულტურებსა და ადგილებს, ისწავლეთ კაცობრიობის უდიდეს მიღწევებსა თუ დამარცხებებზე. მრავალი შესანიშნავი ფოტო, მოკლე ფაქტი და დიაგრამა, ქრონოლოგიური ცხრილი თუ მომავლის პერსპექტივა... ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ - იცოდეთ ეს ყველაფერი!
4. 500 ფაქტი ისტორია
ყველაზე საინტერესო ფაქტები და მნიშვნელოვანი მოვლენები ტროას ომსა თუ სპარტაკის აჯანყებაზე, დაუსახლებელ ადგილებზე და მსოფლიო აღმოჩენებზე.
გადაშალე წიგნი და გაჰყევი ჩრდილოეთ პოლუსისკენ პირველ ექსპედიციას, მიიღე მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და იმოგზაურე ეგზოტიკურ ქვეყნებში!
5. ჩემი პირველი 100 ცხოველი
ეს ულამაზესი წიგნი-ჩანთა ბავშვებს ცხოველთა სამყაროში ამოგზაურებს. ამ წიგნში ისინი იმდენ უცხო ცხოველსა და ფრინველს ნახავენ, რომ გაუკვირდებათ.
6. ძმები გრიმები - ზღაპრები
ეს მშვენიერი, საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარებს ძმები გრიმების უკვდავ და განსაცვიფრებელ ზღაპრებში ამოგზაურებს.
7. ჩემი საყვარელი ძილისპირული ზღაპრები
ეს ზღაპრები პატარებს ძილის წინ ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. ძმები გრიმების, ჰანს კრისტიან ანდერსენისა და შალ პეროს შესანიშნავად ილუსტრირებული ეს ზღაპრები მათი საყვარელი წიგნი გახდება.
8. გოდერძი ჩოხელი - "მოთხრობები"
ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც "დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!"
9. 8000 საოცარი ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე
ამ უნიკალურ ენციკლოპედიაში რვა მნიშვნელოვანი თემა 8000 საინტერესო ამბად არის გაშლილი - თითო თემა წარმოდგენილია ათასი სრულყოფილი ფაქტით! ამას ემატება ვიზუალური ეფექტიც - შთამბეჭდავი ნახატები და ფოტოები. საინტერესო ამბები გადმოცემულია მოკლედ და ლაკონურად...
10. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი
რამხელაა სპილო? საიდან იქმნება ძაბვა? რატომ აშენებდნენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე?
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ბავშვები პასუხებს ჩვენს კითხვა-პასუხების წიგნში იპოვიან. წიგნი მეცნიერების, ისტორიისა და ბუნების შესახებ საინტერესო საკითხებს მოიცავს და კარგი სახელმძღვანელოა დამწყებთათვის. პასუხი ყოველ კითხვაზეა გაცემული, მშვენიერი ილუსტრაციები კი თვალსაჩინოს ხდის სტატიებს. ინტერაქტიული დაფები ბავშვებს მინიშნებებით ეხმარება, ხოლო მარტივი ამოცანებით ისინი მიღებულ ცოდნას შეამოწმებენ.