"ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", - აცხადებენ სუს-ში.
ამ დროისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფრინდაშვილს სამართალდამცველები თბილისში გადაიყვანენ.
გორში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ექიმი თავს კარგად გრძნობს და მას მალე თბილისში გადაიყვანენ.
სპუტნიკ-ოსსეტია-ს ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გორში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ექიმი თავს კარგად გრძნობს და მას მალე თბილისში გადაიყვანენ.
ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.