54 წლის ლიზ ჰარლისა და მისი 17 წლის ვაჟის ფოტომ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა - მშობლები

54 წლის ლიზ ჰარლისა და მისი 17 წლის ვაჟის ფოტომ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

2019-12-29 07:42:00+04:00

ცნობილმა მსახიობმა ელიზაბეთ ჰარლიმ და მისმა ვაჟმა, 17 წლის დამიანმა საშობაო სელფი გადაიღეს, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა. დედა-შვილი საოცრად ჰგავს ერთმანეთს და იმდენადაც კი, რომ ზოგიერთს დამიანი ლიზის ქალიშვილი ან მისი და ეგონა. იმასაც კი წერდნენ კომენტარებში, ლიზი გვეგონა 17-ის და დამიანი - 54-ისო...

mshoblebi

დამიან ჰერლიმ ცოტა ხნის წინ დაიწყო კარიერა სამოდელო ბიზნესში და მსხვილ სარეკლამო ინდუსტრიაში ჩაერთო. დამიანის ანდროგენული სტილი ახლა საკმაოდ მოთხოვნადია და ბევრი შეთავაზება აქვს.

mshoblebi

დამიანის მამა ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ბინგია, რომელსაც ლიზი მალე გაშორდა და დამიანს მამასთან არც აქვს ურთიერთობა. მას მილიონერი ბაბუა ჰყავს, რომლის ერთ-ერთ ოფიციალურ მემკვიდრედ მიიჩნევა. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ მას რამდენიმე მილიონი დოლარი დარჩება.

mshoblebi

დამიანს ძალიან მოსწონს, რომ ასე ჰგავს დედას და ხშირად იღებს მასთან ერთად ფოტოებს.

mshoblebi