სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა მისი ოჯახის საახალწლო ფოტო ქვეყნდება. ბატონ ვაჟას, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში რამდენიმე თვე გაატარა, შინ მეუღლე და ორი ქალიშვილი ელოდებოდა. ოჯახურ ფოტოსესიას, როგორც ხედავთ, ერთგული, ოთფეხა მეგობარიც არ აკლდება.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დღეს ვაჟა ექიმი თავისუფალია და საკუთარ სახლში იმყოფება.