იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე დაიღუპა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის ინფორმაციით, სამი შვილის დედას თრომბის წარმოშობის შედეგად გული გაუჩერდა. ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ექსპერტიზის ჩატარებასა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.