ახალი 2020 წელი ჯადოსნურად დაიწყო დედალამაზიშვილების ოჯახში. გიგი დედალამაზიშვილის დის, ნინის საქმრომ სანდრო მარგველაშვილმა ახალი წლის ღამეს მას ცოლობა სთხოვა. რა თქმა უნდა, ნინი თქვა "დიახ" და ბედნიერი წყვილი ერთად შეხვდა ახალ წელს. გახარებულმა ნინის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა ფეისბუქმეგობრებს ეს კარგი სიახლე შემდეგი პოსტით აცნობა:
"და მან უთხრა - კი. ასეთი სიურპრიზი მოგვიწყო სანდრომ. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ დე. ყველას გილოცავთ ახალ წელს, იხარეთ და იბედნიერეთ #ნინისანდრო #როცასეთისიყვარულია"
ნინის პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, ელენე ყიფიანი, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სანდროსთან.
თეკლა ჟვანია