ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა 8 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ სავარაუდო მიზეზი, ე.წ. ღორის გრიპის არსებობა არ დასტურდება და მიმდინარეობს კვლევა.
გარდაცვალების მიზეზად ღორის გრიპს არც ექიმ-რეანიმატოლოგი, ოლიკო გახელაძე ადასტურებს. მან ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა:
"პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკა ცხელების ფონზე.
თამარ იაკობაშვილი