როგორც იცით, ნინი ბადურაშივლისა და ირაკლი კუტალაძის წყვილის ქორწინებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა. წყვილს 6 წლის ელენ ჰყავს, რომელსაც მამა ყურადღებას არ აკლებს და დასვენების დღეებს ხშირად ატარებს მასთან. ხშირად მიჰყავს დასასვენებლად როგორც მოსკოვში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში.
ამჯერად ელენე ახალ წელს მოსკოვში მამასთან ერთად შეხვდა. შეგახსენებთ, რომ კუტალაძემ ბადურაშვილთან განშორების შემდეგ მალევე იქორწინა და მისი ახალი რჩეული ირინა შინკარევაა, რომელთანაც კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა - მაშა.
პატარა ელენე, უმცროს დასთან ერთად ბედნიერად გრძნობს თავს და ფოტოებზე მხიარულად პოზირებს.
შვილის ფოტოებს ირაკლი კუტალაძე მუდმივად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ბავშვს მამასთან ერთად ყოფნა ძალიან მოსწონს და დედის გარეშე გაჩერება არ უჭირს, ამას კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ნინი ბადურაშვილიც აღიარებს:
- მამასთან პირველად რომ გავუშვი, ძალიან პატარა იყო. ყველა მეკითხებოდა, როგორ შეგიძლია 1 წლის ბავშვი მთელი თვით გაუშვაო. ბავშვს საქართველოდან ძიძასთან ერთად ვუშვებ ხოლმე, მართებული არ იქნება, თავისი ოჯახი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნახოს და უცხოობის განცდა ჰქონდეს, - ამბობს ბადურაშვილი ინტერვიუში.
ირაკლი ცდილობს, შვილის გვერდით იყოს მნიშვნელოვან მომენტებში. როდესაც ელენე სკოლაში შევიდა, მაშინაც მის გვერდით იყო.