ავეჯის მწარმოებელი შვედური კომპანია "იკეა“ 46 მილიონ დოლარს გადაუხდის მშობლებს, რომელთა ბავშვიც "იკეას" ტანსაცმლის კომოდის დაცემის გამო გარდაიცვალა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, კომოდის დამზადების დროს დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.
შემთხვევა 2017 წლის მაისში, კალიფორნიაში მოხდა და მას ორი წლის ჯოზეფ დუდეკის სიცოცხლე ემსხვერპლა. 32 კილოგრამიანი ნივთი გაყიდვებიდან ამოიღეს. ეს არ არის პირველი ტრაგედია, რომელიც "იკეას" კომოდმა გამოიწვია. უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამზადებული ავეჯის გამო 2016 წელს სამი ბავშვი გარდაიცვალა.
"მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი შეცვლის ამ ტრაგედიას, ოჯახისა და სხვა ყველა ჩართული პირის მადლიერები ვართ, რათა საქმე ასე გადაწყდა და შეთანხმებას მივაღწიეთ. სახლის უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - ამბობს "იკეას" პრესსპიკერი.
გარდაცვლილი პატარა ჯოზეფის მშობლების, ჯოლინ და ქრეგ დუდეკების თქმით, მომხდარით განადგურებულები არიან და ვერასოდეს წარმოიგენდნენ, თუ ტანსაცმლის კომოდის გამო ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა.
"კომოდის სიმაღლე 76 სმ იყო. თავიდან ვფიქრობდით, რომ რაღაც ჩვენ გავაკეთეთ არასწორად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არასწორად შექმნილი დიზაინის გამო მოხდა ყოველივე. ამაზე საჯაროდ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სხვა ოჯახებმაც გაიგონ და მსგავსი ტრაგედია სხვაგანაც არ მოხდეს", - ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. განაგრძეთ კითხვა