რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ღამით მშობლებმა ბავშვი აივანზე დატოვეს, რის შედეგადაც მცირეწლოვანი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
სამინისტროს განცხადებაში არ წერია შემთხვევის დამატებითი დეტალები, თუმცა მშობლებს მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ შვილებს, განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში. სტატისტიკის თანახმად, ამ დროს ბავშვებში დაზიანებები 25-30 პროცენტით იმატებს.
დედამ ყინვაში ბავშვი განგებ დატოვა თუ დარჩა, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი, თუმცა ზოგიერთი გამოცემა დედის მხრიდან შვილის განზრახ ,,მკვლელობაზე" წერს.