ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას გარდაცვალებამ გული არ დასწყვიტა. დიდებისა და პატარების მეგობარი გიორგი, მძიმე სენთან ბრძოლაში რამდენიმე თვის წინ დამარცხდა. ნათია ბანძელაძის და გიორგი გოგიჩაიშვილის სიყვარულის და ზოგადად, შეხმატკბილებული ოჯახის ამბავი, ნამდვილად სამაგალითო იყო ბევრისთვის. ამის ფონზე ალბათ გასაკვირი არ არის, რომ გიორგის გარეშე დარჩენილ ნათიას ძალიან უჭირს რეალობასთან შეგუება. შობის ღამეს კიდევ ერთი სასწაული მოხდა მის თავს, რომელსაც სოციალურ ქსელში მეგობრებს უზიარებს:
"სასწაულების და ყველაზე დიდი სიხარულის და სიკეთის შობას გილოცავთ! გჯეროდეთ სიყვარულის და სიკეთის ძალის! შობა გამიჭირდა, რომ გავიფიქრე "შობა უშენოდ", იმ წამსვე წავშალე გონებიდან და გავბრაზდი საკუთარ თავზე, თუმცა სევდა მაინც ვერ დავძლიე, რაღაცნაირად სულ ვეძებდი და არსად არ იყო ნიშანი, მერე ვთხოვე ჩემებურად, გამოჩენილიყო როგორც იცის ხოლმე, მაგრამ მთელი ღამე და დღე მაკლდა... ვითომ გავებუტე კიდეც, მაგრამ როგორც ვიცოდი, დიდხანს ვერ გავძელი და გადავწყვიტე ავსულიყავი მაინც იქ, სადაც ყველაზე მეტად არ მეგულებოდა. ტელეფონი ავიღე და ნინის წერილი მხვდება "დე, მამა დამესიზმრა, ძალიან კარგად იყო და ვერ გავიგე, მეუბნებოდა, ნათია ნერვიულობსო..." სასწაულების გჯეროდეთ, სიყვარულის გწამდეთ! შობის სასწაულის გარეშე არც მე დავრჩენილვარ! როცა გრძნობა არასდროს მთავრდება! რწმენა, სიკეთე, იმედი და სიყვარული არ მოგშლოდეთ ადამიანებოოოო !!! მეტი სიკეთეოოოო გოგიჩამ, ჩემი კეთილი ზღაპრის გმირმა... ბედნიერი შობა ახალი წელი ყველას"
თეკლა ჟვანია