ხშირად ხდება, რომ ადამიანებს, ვისაც საზოგადოება უდარდელ, წარმატებულ და ბედის ნებიერად მიიჩნევს, სინამდვილეში საკმაოდ დიდი ტკივილი აქვს გადატანილი. ასე აღმოჩნდა ცნობილი შოუმენის, მაქსიმ გალკინის შემთხვევაშიც. აღმოჩნდა, რომ მისი მშობლები ადრეულ ასაკშივე სიმსივნეს ებრძოდნენ. ახალგაზრდა გალკინი კი რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა, რომ საყვარელი ადამიანებისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა. ამის შესახებ შოუმენმა თავად ისაუბრა.
"თავი პირველად მაშინ ვიგრძენი ზრდასრულად, როდესაც ორივეს ქიმიოთერაპია დასჭირდა. საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. ამავდროულად რამდენიმე კონცერტი მქონდა და მათთვის ფულიც ძალიან მჭირდებოდა. ღმერთის წყალობით, ბევრი გამოვიმუშავე."- თქვა შოუმენმა.
გალკინის მამა ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო დღეები მტკივნეული და საოცრად ემოციური იყო. ალექსანდრ ალექსანდროვიჩი ვეღარ სუნთქავდა. ვერც ჟანგბადის ნიღაბი შველოდა.
"ექიმმა გვითრა, რომ მამას ნახევარი საათი ჰქონდა დარჩენილი. არ მინდოდა, ნიღბით მომკვდარიყო. ჟანგბადი კი არასაკმარისი იყო. არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან ის საშინელი წუთები. ამის დავიწყება შეუძლებელია. " - თქვა მაქსიმმა ერთ-ერთ შოუში.
გარდა ამისა, შოუმენმა გაიხსენა, როგორ მოითხოვა მამამისმა სიკვდილის წინა დღეს რადიოთი ძველი საბჭოთა სიმღერის მოსმენა. გალკინის თქმით, ახლა როდესაც რთული დღეები აქვს ხოლმე, სწორედ იმ სიმღერას უსმენს და ჰგონია, რომ მამას ეკონტაქტება.
"რაც შეეხება დედაჩემს, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ვნახე. ისრაელში იტარებდა მკურნალობის კურსს, თუმცა მდგომარეობა გართულდა. მგონია, ის გრძნობდა, რომ ბოლოჯერ მხედავდა"- თქვა მაქსიმ გალკინმა
ალა პუგაჩოვასა და გალკინის სასახლის დაუჯერებელი ფუფუნება
პუგაჩოვასა და გალკინის ტყუპის დაბადების დღე შინაურ წრეში (+ფოტოები)