"რთული ღამის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია" - როგორია პატარა ანიტა ფაცაციას მდგომარეობა?
"რთული ღამის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია" - როგორია პატარა ანიტა ფაცაციას მდგომარეობა?
ინდოეთში გულზე სამკურნალოდ მყოფ პატარა ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ამის შესახებ ინფორმაცაის სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი ავრცელებს:
"ანიტელებო, შუადღე მშვიდობისა!ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა!
რთული ღამის შემდეგ, ჩვენი გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ამ დრომდე ხელოვნურად ჰყავთ დაძინებული. ამჟამად მშობლებს და ბებიას არ აქვთ ტელეფონზე დალაპარაკების საშუალება, ამიტომ ჩვენც ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.
ერთდერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ანიტას ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია, ექიმები ებრძვიან
პნევმონიას, წინასწარი ვარაუდით, როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები აპირებენ ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას.
გვინდა გადმოგცეთ მარიკოსგან ის, რომ ანიტას ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ლოცვა და პოზიტიური ენერგია სჭირდება!

გვჯერა, რომ თუ ამდენი ადამიანი გულით ინატრებს, ანიტა უკეთესად გახდება!

თქვენი სიყვარულის იმედი გვაქვს!" - წერს მარიკა ხუციშვილი
4402
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
deda
1
საწყალო პიპინია! რა მაგრა უპიპინებ იცი?
07:54 / 11-01-2020
ქართველი
1
დედა ღვთისმშობელუ ფარავდეს პატარა ანგელოზს, უფალი იესო შეეწიოს.
02:59 / 11-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი