"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა
"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა
13 იანვარს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი გამოვა, რომელიც დეპრესიას შეეხება.

სახელმძღვანელოში განმარტებულია დეპრესიის სახეები, მაპროვოცირებელი ფაქტორები, მახასიათებელი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები, როგორც მედიკამენტოზური, ისე ფსიქოთერაპიული და ალტერნატიული. წიგნში, აგრეთვე, განხილულია გუნება-განწყობის სხვა აშლილობები, ფიზიკური ჯანმრთელობის ის პრობლემები, რომელთაც თან ახლავთ გუნებ-განწყობის დაქვეითება, დეპრესიის თავისებურებები ბავშვებსა და მოზარდებში, თვითმკვლელობის რისკის შეფასება.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ამ პროექტის თითოეულ ტომს გამოცდილი ექიმი-კონსულტანტები ჰყავს. უშუალოდ, მესამე ტომის კონულტანტი კი ექიმი-ფსიქიატრი, თამარ ალადაშვილი გახლავთ.

"ჰარვარდის მედიცინის სკოლის მიერ
გამოცემული აღნიშნული პრაქტიკული სახელმძღვანელო ეძღვნება დეპრესიულ აშლილობას, რომლისაგანაც არცერთი ჩვენგანი არაა დაზღვეული. დეპრესიას შეუძლია გააფერმკრთალოს ადამიანის ყოფა, შეუშალოს ხელი სრულფასოვნად ფუნქციონირებაში. მიუხედავად სირთულისა, დეპრესიული მდგომარეობაც დაძლევადია, თუკი დროულად ამოვიცნობთ მის გამოვლინებებს, მივმართავთ სპეციალისტებს დახმარებისთვის და ჩავიტარებთ სათანადო მკურნალობას.

მკითხველისთვის გასაგებ და მარტივ ენაზე დაწერილი ეს სახელმძღვანელო საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნულ საკითხებზე, გვასწავლის, რომ მიუხედავად საზოგადოებაში ხშირად დამკვიდრებული სტიგმისა, რომელიც მენტალური აშლილობის ნებისმიერ ტიპს ეხება, არ უნდა ვითაკილოთ და ვითხოვოთ შველა, ვინაიდან ესაა ერთადერთი ხერხი იმ დაავადებისგან თავის დაღწევისა, რომელსაც დეპრესია ჰქვია", - თამარ ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" სპეციალური ფასია 6.5
ლ, გაზეთთან ერთად - 8 ლ.
148
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?