სიახლეებიკალეიდოსკოპი
ჯასტინ ბიბერი განუკურნებელ სენს ებრძვის - "ცოტა ხნის წინ დამისვეს დიაგნოზი..."
ჯასტინ ბიბერი განუკურნებელ სენს ებრძვის - "ცოტა ხნის წინ დამისვეს დიაგნოზი..."
განუკურნებელი დაავადებებით დაავადებულ ვარსკვლავთა რიცხვს ჯასტინ ბიბერიც შეუერთდა. გოგონების გულთამპყრობელმა, 25 წლის მომღერალმა და ცნობილი მოდელის, ჰეილი ბოლდუინის მეუღლემ, ჯასტინ ბიბერმა, გადაწყვიტა საკუთარ დაავადებაზე ხმამაღლა ისაუბროს. მან ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ ლაიმის დაავადებას ებრძვის.

mshoblebi

"ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ ჯასტინ ბიბერი ბოლო დროს საშინლად გამოიყურება. ხალხი იმასაც კი ამბობს, რომ ნარკოტიკებს ვიყენებ, სინამდვილეში კი ლაიმის დაავადებას ვებრძვი, რომელიც ქრონიკული მონონუკლეოზის რთული შემთხვევაა და გავლენას ახდენს ჩემს კანზე, ტვინის მუშაობასა და, ზოგადად,
ჯანმრთელობაზე."- დაწერა ბიბერმა.

ლაიმის დაავადება რთული დაავადებაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. გადადის ტკიპებით და მას "უხილავს" უწოდებენ. ყველაზე ხშირად სახეზე გამონაყარი ახასიათებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვან სისტემაზე.

დიდი ხნის განმავლობაში, ექიმები ვერ ადგენდნენ, რა სჭირდა მომღერალს, თუმცა ცოტახნის წინ დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი. როგორც ბიბერი ამბობს, ახლა უკეთაა.

ბეჭდვა