ვინ არის 3 შვილის დედა, რომელიც კასპში, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა - რას ამბობს გარდაცვლილის მეუღლე
კასპის მუნიციპალიტეტში 30 წლის ქალი, სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. მარიამ ბარდაძე კასპის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გართულება აღენიშნებოდა.
"ერთ დღეს მისცა სიცხე, წამალი დალია და დაუწია. მეორე დღეს გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. არაფერი აწუხებდა, არც უმკურნალია არაფერზე" - აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მარიამს 3 შვილი დარჩა.
რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამის დადგენა რთულია, რადგან ოჯახმა გადაცვლილი ექსპერტიზაზე
უარი განაცხადა.

8324
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?