ვინ არის და რას ჰყვება ჯარისკაცი, რომელმაც სამხედრო ფიცის დადების დროს შეყვარებულს ხელი სთხოვა - ემოციური ვიდეო - მშობლები

ვინ არის და რას ჰყვება ჯარისკაცი, რომელმაც სამხედრო ფიცის დადების დროს შეყვარებულს ხელი სთხოვა - ემოციური ვიდეო

2020-01-10 16:12:42+04:00

თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში წვევამდელთა ფიცის დადების ცერომონიაზე, სადაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის მე-20 კად­რი­რე­ბუ­ლი ბრი­გა­დის სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის კურ­სის 62-მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ ფიცი დადო, 19 წლის გიგა რამაზაშვილმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. ჯარისკაცის რჩეული 19 წლის სოფო ბაკურაძეა. ხელისთხოვნის ამსახველი კადრები, Georgian Army - მ გაავრცელა.
როგორც mshoblebi.ge -სთან საუბარში გიგა რამაზაშვილი ამბობს, ხელის თხოვნა მოულოდნელად გადაწყვიტა:
"სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, უცებ გადავწყვიტე ჩემთვის უმნიშვნელოვანეს დღეს, შეყვარებულისთვის ხელი მეთხოვა. ამის შესახებ სოფომ არაფერი იცოდა. ჩემ სერჟანტებს, ასმეთაურს და ბრიგადის მეთაურს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი გადაწყვეტილების განხორციელებაში. მათი მხარადჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი.

- რა რეაქცია ჰქონდა სოფოს, რამდენია ხანია, რაც ურთიერთობა გაქვთ?

- რა თქმა უნდა, გაუხარდა. ზოგმა ვერ შეატყო შორიდან, როგორი ემოციით შეხვდა ამ ყველაფერს, მაგრამ მისთვის მართლა ემოციური იყო ეს ყველაფერი. ორი წელია ერთმანეთი გვიყვარს, დაოჯახებას ერთ წელში ვაპირებთ, როგორც კი ჯარს მოვიხდი.
რუსკა კილასონია